ჯაფარიძე მაია ზურაბის ასული
ჯაფარიძე მაია ზურაბის ასული

ჯაფარიძე მაია ზურაბის ასული (28.XI.1965, თბილისი), ქიმიკოსი, ტექნოლოგი. დაამთავრა  სპი-ის ძირითადი ორგ. და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლოგიის ფაკ-ტი (მაგისტრის აკად. ხარისხთან გათანაბრებული, 1991). მუშაობდა პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელად (1983-2010), თსუ–ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელად (2010-დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ორგ. ქიმია;  მასალათა ინჟინერია; ნანომასალების ინჟინერია, როგორიცაა ნანონაწილაკები, ნანოფორებიანი მასალები, 1D და 2D ნანომასალები, აგრ. მეცნიერებები. მონაწილეობდა კვლევებში, რ–იც ეხებოდა:  ნანო ზომის ვერცხლის, სპილენძის და ტიტანის ოქსიდების შემცველი გრაფენის ოქსიდის კომპოზიტების მომზადებას და მათი ბიოციდური თვისებების შესწავლას; ნიადაგების ბიორემედიაციას; რადიონუკლიდების გავრცელების შეზღუდვის შესაძლებლობებს და სხვ. თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. სტატიები, ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისები: „Oxidation and Exfoliation of Powdered Graphite Foil and it’s Wastes: Preparation of Graphene and its Oxides“, (Apple Academic Press, New York, In book: Advanced Materials, Polymers, and Composites, Chapter 6, 2021) და „Tungsten Scraps and Graphite Foil Waste as Precursors for Manufacturing W–C–Co Materials: Carbidization of Tungsten Compounds in Presence of Graphene Oxides“, (Materials Science Forum. 2026, Vol. 1178).