-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ჯაფარიძე ლეილა კონსტანტინეს ასული (01. VIII. 1944, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1968). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საქრთველოს ბენტონიტური თიხების კარბონიზირებული ფორმების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1994). ჯ. ლ. სხვადასხვა დროს იყო საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის პ.მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის კოლოიდური ქიმიის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (1970-2010), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. სახ. ქიმიის ინ-ტის აგრ. ქიმიის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010-დან). ჯ. ლ.-ს შრომები ეხება ლითონკომპლექსების მიღებას და კვლევას. ის თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების, ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების თეზისების და მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ჯ.ლ. ეროვნული სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის მონაწილეა.