-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ჯაფარიძე კახა ოთარის ძე (04.I.1942 ქ. თბილ.), მათემატიკოსი. ფიზ.-მათმეცნ. დოქტორი (1979). დაამთავრა თსუ–ის ფიზ. ფაკ-ტი (1963). იყო თბილ. კიბერნეტ. ინ-ტის მეცნიერ-მკვლევარი (1963–1966); მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ასპირანტი (ხელ-ლია.მ. იაგლომი, 1966–1969). საკანდიდატო დისერტაცია: „გაუსის სტაციონარული პროცესების სპექტრული პარამეტრების შეფასება“(1971). თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტის მასწავლებელი/მეცნიერ-მკვლევარი (1970–1980). მოწვეული ლექტორი (იენის უნ–ტი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 1973–1974), სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის წაკითხალექცითა კურსი: „სტოქასტური პროცესების სტატისტიკა“. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „პარამეტრის შეფასება და ჰიპოთეზის ტესტირება სტაციონარული დროითი სერიების სპექტრულ ანალიზში“ ქ. ტაშკენტში (1979). მეცნ. მკვლევარი ამსტერდამის ინფორმატიკის მეცნიერებების ცენტრში(CWI) (1980-2007). სტოქასტიკის ჯგუფის ასოცირებული წევრი, CWI (2007). ასპირანტები საქართველოში: გ.ი. მარრი „სტოქასტური პროცესების სპექტრის პარამეტრების შეფასება, როდესაც დაკვირვებები დამახინჯებულია ხმაურით“ (1977); ა. ოსიძე „წრფივი დროითი სერიების სპექტრული სიმკვრივის შესატყვისობის ტესტები“ (1977); გ. ბეინიკე „პარამეტრის შეფასება დევიდონ-ფლეტჩერ-პაუელის მეთოდით“ (1980). დოქტორანტები ნიდერლანდებში: პ.მ. ზარება „სტაციონარულ-ნაზრდებიანი გაუ-სის პროცესების წარმოდგენები “(ამსტერდამი, 2007); ჯ.ჰ. ვანზანტენი „მარტინალ-ლებიდადიფუზიები“ (ამსტერდამი, 2001); რ.ჰ.პ. იანსენი „დროით მწკრივებთან და შემთხვევით ველებთან დაკავშირებული ორთოგონალური პოლინომების აგება“ (დელფტი,1995); ა. სიდერსი „სპექტრული და არაწრფივი რეგრესიის პარამეტრების შეფასება“ (დელფტი, 1987).
თხზ.: ჯაფარიძე, კ. (1986). პარამეტრების შეფასება და ჰიპოთეზის ტესტირება სტაციონარული დროითი მწკრივების სპექტრულ ანალიზში, Springer Series in Statistics, Springer-Verlag, NewYork; ჯაფარიძე, კ. (2000). შესავალი ოფციონების ფასწარმოქმნაში ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, Series CWI Syllabi, Vol. 47, Amsterdam; ჯაფარიძე, კ. (2026). დებრანჟეს თეორია სტაციონარულ-ნაზრდებიანი პროცესებისთვის. Series Pro-bability and its Applications, Birkhäuser; 2026.