ჯაფარიძე გრიგოლ ალექსანდრეს ძე
ჯაფარიძე გრიგოლ ალექსანდრეს ძე

ჯაფარიძე გრიგოლ ალექსანდრეს ძე  (06.II.1957, თბილ.), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი კვანტური რადიოფიზიკის სპეციალობით (1979). სწავლობდა თსუ-ის რადიოფიზიკის კათედრის ასპირანტურაში(1986-1990); დაიცვა დისერტაცია ფიზ.–მათ. მეცნ. კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (1990); არის ფიზ.–მათ მეცნ. აკად. დოქტორი. მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის იონოსფეროს ფიზიკის სამეცნ.-კვლევით ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობებზე (1980-2003). არის 24 გამოქვეყნებული სამეცნ. სტატიის ავტორი და თანაავტორი. კვლევის მიმართულება: ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელება და დიფრაქცია; იონოსფეროში ტალღური პროცესების კვლევა; იონოსფეროს არაერთგვაროვანი სტრუქტურის შესწავლა დედამიწაზე განლაგებული იონოზონდებით და დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების გამოყენებით(ეს ნაწილი სრულდებოდა საკავშ. მეცნ. აკადემიის კოსმოსური კვლევების ინ-ტთან ერთად). იყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ახალგაზრდა მეცნ. საბჭოს თავ-რე (1996-2000); მუშაობდა საქართვ. ჰიდრომეტეოროლ. დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების ცენტრში განყ-ბის გამგის, დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე; მუშაობდა საქართვ. ხარისხის მართვის უნ-ტში (2003-2008) და იყო კომპიტერულ მეცნ. ფაკ–ტის დეკანი (2006-2008). ამჟამად მუშაობს თბილ. კლასიკურ გიმნაზიასა და შპს კერძო სკოლა ,,ლომისში“ ფიზიკის პედაგოგის თანამდებობაზე.