ჯაფარიძე გიორგი შალვას ძე
ჯაფარიძე გიორგი შალვას ძე

ჯაფარიძე გიორგი შალვას ძე (02.II.1956, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1978); შემდეგ ასპირანტურა (1981). ჯ. გ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატის ადად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „გლუონები რბილ და ხისტ პროცესებში“, პროტვინოს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (IHEP, პროტვინო, რუსეთი, 1986), სადაც მუშაობდა მეცნიერ-მკვლევარის პოზიციაზე  (1981-1988). ჯ. გ. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხანგრძლივობით მუშაობდა და ერთდროულად ეწეოდა როგორც სამეცნ. საქმიანობას, ასევე პედ. მოღვაწეობას: თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (თბილისი, საქართვ.)  (1986-1998); კლარკ ატლანტას უნ-ტში (ატლანტა, აშშ)  (1996-2018); კენესოს სახელმწ. უნ-ტში (კენესო, აშშ)  (2014-2018). ჯ. გ.-ის სამეცნ. ინტერესების სფერო: კვანტური მექანიკის საფუძვლები, კვანტური მექანიკოს განზოგადოება არაერმიტული ჰამილტონიამებისთვის, ველის კვანტური თეორია, ულტრამაღალი ენერგიების კოსმოსური სხივების დინამიკა;  არის 40-ზე მეტი ინდივიდუალური და 400-ზე მეტი საერთაშ. თანამშრომლობის სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „ჰადრონების საშუალო მრავლობითობა სამ ჭავლიან მოვლენებში“ (Zeitschrift für Physik, C 32, 59, 1986); „მდგომარეობათა ვექტორების სივრცე PT სიმეტრიულ კვანტურ მექანიკაში“ (Journal of Physics, A 35, 1709, 2002); „ტრეკების აღსადგენად გაუსიანით შეუღლებული პანდელის განაწილების ფუნქციის განხორციელება ნეიტრინულ ტელესკოპებში“ (AstroParticle Phys., 28, 456, 2007). ჯ. გ. იყო საერთაშ. ასტროფიზიკური ICECUBE თანამშრომლობის საბჭოს წევრი და ატლანტის უნ-ტის ჯგუფის ლიდერი; მონაწილეობდა ექსპერიმენტებში: ICECUBE, ICECUBE-PINGU, IceCube-Gen2 (2001-2024), ასევე იყო აშშ მეცნ. ეროვნ. ფონდ NSF მეცნ. და ტექნოლ. ცენტრის (Science and Technology Center of Bright Beams) წევრი (2014-2018); მიღებული აქვს NSF-ის გრანტი (2001).