-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჯაფარიძე გიორგი (29.VII.1953, თბილ.). დაამთავრა თბილ. 55-ე საშ. სკოლა (1970). სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1970-1975) და მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ–ტის ასპირანტურაში (1975-1978). დღემდე მუშაობს საქართვ. მეცნ. აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის (1978-1986), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის (1986-1999), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის (1999-2003) და მთ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (2003). იყო ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის, კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყ–ების გამგე (2005-2018) და ინ–ტის სამეცნ. საბჭოს თავ–რე (2018-2023). არის 90-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი დაბალგანზომილებიანი სისტემების თეორიაში. დაცული აქვს საკანდიდატო (1983) და სადოქტორო (1998) დისერტაცია კონდენსირებულ გარემოთა თეორიაში. იყო თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტის მოწვეული პედაგოგი(1998-2005) და თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტის სრული პროფესორი (2007-2009). დღემდე არის ილიას სახელმწ. უნ–ტის საბუნებისმეტყველო მეცნ. და მედიცინის ფაკ-ტის სრული პროფესორი (2009). არჩეული იქნა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორესპ. (2001) და ნამდვილ წევრად (2013–დან). არის აკადემიის მათ. და ფიზიკის განყ–ების აკადემიკოს მდივანი და აკადემიის პრეზიდიუმის წევრი (2019). მიღებული აქვს აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის პრემია (2011), საქართვ. ეროვნ. პრემია (2024) და დაჯილდოვებულია თსუ–ის ივ. ჯავახიშვილის მედლით (2016).