ჯაფარიძე დავით ლევანის ძე
ჯაფარიძე დავით ლევანის ძე

ჯაფარიძე დავით ლევანის ძე (16. VIII. 195, თბილისი), ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდ. (1990), თსუ-ის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სამეცნ.-კვლევითი ლაბორ. უფრ. ინჟინერი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1973). მუშაობდა  თსუ-ის რადიოფიზიკის კათედრაზე ლაზერების ფიზიკის ლაბორატორიაში (1974-1981). თსუ-ის დაბალი ტემპერატურების ფიზიკის სამეცნ.-კვლევით ლაბორატორიაში იყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფრ. ინჟინერი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1981-2006), კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სამეცნ.-კვლ. ლაბორატ. უფრ. ინჟინერი (2006). კითხულობს რადიოსპექტროსკოპიის კურსს (2009).   სამეცნ. კვლევები ეხება ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის მეთოდით ლითიუმის იოდატში რკინის ჯგუფისა და იშვიათმიწა ელემენტების მინარევული ცენტრების მაგნიტური თვისებების შესწავლას,  მაღალტემპერატურული ზეგამტარების ფორმირებისთვის  ახ. ტექნოლოგიის შექმნა და ფიზიკ. თვისებების შესწავლა (2013). თანაავტორია ორი გამოგონების,   ევრ. და საქართვ.   პატენტების. თანაავტორია 35 სამეცნ. სტატიის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.