-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული ბიზნესმენი საქართველოს პარლამენტის წევრი
ჯაფარიძე ბადრი გივის ძე (10.VII.1960, ქუთ.), ფსიქოლოგი, პოლიტ. და საზ. მოღვაწე. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია - ფსიქოლ. ფაკ-ტი შრომისა და საინჟ. ფსიქოლოგიის სპეციალობით (1982) და მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფსიქოლოგიის ფაკ-ტის ასპირანტურა (1985). იყო თსუ-ის შრომისა და საინჟ. ფსიქოლოგიის კათედრის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მოგვიანებით კი — მეცნიერ-თანამშრომელი (1985-დან). იყო საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ონის №77 საარჩევნო ოლქიდან; მას ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). სხვადასხვა წლებში იყო: TBC ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა დეპარტ. უფრ.(1990-1992); IDS Borjomi Georgia–ს ვიცე-პრეზიდენტი (1995-2004); JSC TBC BANK სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (1995-1996); JSC TBC BANK სამეთვალყურეო საბჭოს თავ–რე (1996-2019); საქართვ. რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია (GRDC) საბჭოს წევრი (2004-2019); American Chamber of Commerce in Georgia დირექტორთა საბჭოს წევრი (2004–დან); IDS Borjomi დირექტორთა საბჭოს წევრი (2004-2010); შპს TBC-TV სამეთვალყურეო საბჭოს თავ–რე (2005–დან); EU GBC (EU-Georgia Business council) საბჭოს წევრი (2006-დან); შპს Geoplant ამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2008–დან); შპს TBC kredit სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2008–დან); TBC BANKJ Group PLC სამეთვალყურეო საბჭოს თავ–რის მოადგილე (2016-2019); საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ლელო - მამუკა ხაზარაძე", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (2020-2022).