-
ავტორი
- კატეგორიები: ხელოვნებათმცოდნე
ჯაბუა ნათელა ანტონის ასული (16. II. 1954, თბილისი), ხელოვნებათმცოდნე, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის ხელოვნებათმცოდნეობის განყ-ბა (1975). იყო თსუ-ის ხელოვნ. ისტ. და თეორიის კათედრის ასისტენტი (1977); თსუ-ის ხელოვნ. ისტ. და თეორიის კათედრის მასწავლებელი (1990); ხელოვნებათმცოდნეობის მეცნ. კანდიდატი (1994); თსუ-ის დოცენტი (1997); ასოცირებული პროფესორი (2009). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი საქართველოში“ (1995). არის ორმოცამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი; სახელმწ. კონკურსში გამარჯვებული ხელოვნ. სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი (2011-2012-2018).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჯაბუა, ნ. (2009). სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი საქართველოში. თბ., მწიგნობარი, ISBN: 9789941015427; ჯაბუა, ნ. (2012). ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში. თბ., მწიგნობარი, ISBN: 9789941424625; ჯაბუა, ნ. (2018). ძველი საქართველოს საერო ხუროთმოძღვრება. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941254598; ჯაბუა, ნ. (თანაავტორი). (2024). ლეჩხუმის ეკლესია-მონასტრები და სასულიერო პირები XIX საუკუნის დასაწყისში: საარქივო მასალები. თბ., თსუ-ის ხელოვნ. ისტ. და თეორიის ინ-ტი, ISBN: 9789941868351.