-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი პუბლიცისტი
იზაშვილი (იეზოვი) პავლე იაკობის ძე-მე-19 ს-ის ბოლოსა და მე-20 ს-ის დასაწყისის ქართვ. საზ. მოღვაწე და პუბლიც. იგი აქტიურად იყო ჩართული საქართვ. კულტ-საგანმან. ცხოვრებაში. იყო „ქართველთა წერა - კითხვის გამავრცელებელი საზ-ების ნამდვილი(1899–1911), შემდეგ მუდმივი წევრი (1920); „ქართველოს შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილ. განყ-ების აქტიური წევრი და შემომწირველი; ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. მან გამოაქვეყნა წერილი ქართვ. კათოლ. შესახებ, რ-იც დაიბეჭდა გაზ. „კავკაზში“ (N 284) და გაშუქდა იმ პერიოდის ქართ. პრესაში (1897). „ქართვული შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ კრებაზე მან განაცხადა, რომ დიდ სარგებლობას მოიტანდა მოძრავი სკოლების დაარსება, რ-ის მიმართაც დიდი ყურადღება უნდა გამოეჩინა საზ-ებას და ხელი შეეწყო (23.11.1914).
ლიტ.: საქართველოს ეროვნული არქივი. პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ.2.