ივარდავა დილარ თომას ძე
ივარდავა დილარ თომას ძე
 
 
 
ივარდავა დილარ (დილიკო) თომას ძე (28.XII.1940, ზუგდიდის რ-ნის სოფ. ზედა ეწერი - 26.III.2022, თბილისი) საშუალო განათლების მიღების შემდეგ ჩაირიცხა თსუ-ის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტად, რომელიც 1963 წელს დაასრულა. მას შემდეგ დილარ ივარდავა აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.
1957 წ. ჟურნ. „მნათობში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „დიოსკურია“. მას შემდეგ დილარ ივარდავას ნაწარმოები - ლექსები, მხატვრული თარგმანები, ესსეები სისტემატურად ქვეყნდებოდა ჩვენს სალიტერატურო პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. ცნობილია მისი პოეტურ კრებულები: „ასე იწყება ლერწმის შრიალი“, „ღარჭემის ხმები“, „ჩუქურთმა ქვაზე“, „ჟამი“, „თიბათვე“, „გაფრენილი ციცარი“, „ჟამი გოდებისა“, „ჟამი მოხდომისა“, „ჟამი მწუხრისა“, „წარმართული ელეგიები“.
ი.დ.-ს პოეზიის საუკეთესო ნიმუშები ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე. მისი ლექსები შესულია არაერთ ანთოლოგიაში...მისი თარგმანებით გაეცნო ქართველი მკითხველი ადამ მიცკევიჩის, ალექსანდრ ბლოკის, მიხეილ ლერმონტოვის, ანა ახმატოვას, მარინა ცვეტაევას, ტარას შევჩენკოს, მიკოლა ბაჟანის, პავლო ტიჩინას, იანკა კუპალას, ალექსი ლასურიას, პლატონ ბებიას, კოსტა ხეთაგუროვისა და სხვათა შემოქმედებას.
ი.დ. ავტორია ლიტერატურულ-ბიოგრაფიული ესსეების ვიქტორ ჰიუგოზე, ო. ჰენრიზე, ერიჰ მარია რემარკზე, პაბლო ნერუდაზე, ანტონ ჩეხოვზე, ალექსანდრ გრიბოედოვზე, ჰანს-ქრისტიან ანდერსენზე, მამა-შვილ დიუმებზე... მას მინიჭებული ჰქონდა დავით აღმაშენებლის, მემედ აბაშიძის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის, სსრკ კომკავშირისა და საქართველოს კომკავშირის პრემიები, საერთაშორისო ახალგაზრდული პოეზიის ფესტივალის პირველი პრემია...