ივანოვი ვიქტორ ვლადიმერის ძე
ივანოვი ვიქტორ ვლადიმერის ძე

ივანოვი ვიქტორ ვლადიმერის ძე (19.V.1948, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1971). მუშაობს ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინ-ტში (JINR, დუბნა, რუსეთი) სხვა­დასხვა თანამდებობაზე (1971-დან); იყო JINR ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორ. (LIT JINR) დირექტორი (2003-2013); არის ამავე ლაბორ. მთავარი მეცნ. თა­ნა­მშრო­მე­ლი და სექტო­რის ხელმძღვ. (2013 -დან); მისი სამეცნ. კვლე­ვის სფეროა ექსპერ. შედეგების ავტომატიზებული დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები, მათ. სტატისტიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა, რთული სისტემების მოდელირება და ანალიზი; მონაწილეობს მრავა­ლი საერთაშ. სამეცნ. პროექტის შესრულებაში; გამოქვეყნებული აქვს რამდე­ნი­მე ასეული სამეცნ. ნა­შრომი; არის სამეცნ. ჟურნალ "Particles and Nuclei. Letters"-ის რედკოლეგიის წევრი; ნაციონალური კვლევითი ბირთვული უნ-ტის «МИФИ»-ის პროფესორია (2009-დან). სამეცნ. შრომების ციკლებისათვის მიღებული აქვს JINR-ის I (1998, 2005) და II (2002) პრემიები და სა­ხელმწ. ჯილდოები. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (2004).