ივანიშვილი მარინე
ივანიშვილი მარინე

ივანიშვილი მარინე კარლოს ასული (09.XI.1954, ლაგოდეხი), ენათმეცნიერი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტის სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის განყ-ბა (1976). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2005). 1977-2012 წლებში იყო გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ენათა ტიპოლოგიის განყ-ბის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, აზიისა და აფრიკის ინ-ტის ჰუმანიტარული ფაკ-ტის მოწვეული პროფესორი (1991-2005), სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. უნ-ტის ჰუმანიტარული ფაკ-ტის მოწვეული პროფესორი (1996-2005), საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის ჰუმანიტარული ფაკ-ტის მოწვეული პროფესორი (2010-2011), წლებშ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის თეორ. და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწ.-კვლ. ინს-ტის მოწვეული პროფესორი (2007‒2012), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის თეორ. და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწ.-კვლ. ინს-ტის ასოცირებული პროფესორი (2012-დან). ამავდროულად, საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. „ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი“ კომისიისა და ქართ. ენის თესაურუსის კომიტეტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (2005-დან), უნ-ტთან არსებული საერთაშ. სამეცნ. საგანმან. ცენტრის „ენა, ლოგიკა, მეტყველება“ წევრი (1995-დან); თსუ-სთან არსებული P.10.07 N:7 სადისერტაციო საბჭოს წევრი (2012-დან). არის ერთიანი ეროვნ. გამოცდების ქართ. ენისა და ლიტერატურის კომისიის წევრი (2005-დან). გავლილი აქვს საერთაშ. ტრენინგები/სასერტიფიკატო კურსები: ანკარა: “გაქრობადი ენების კომპიუტერული დამუშავება” (1999); მოსკ.: “ტიპოლოგიური სკოლა-2” (2000); მოსკოვი: “ტიპოლოგიური სკოლა-3” (2002); ამსტერდამი: კოლოკვიუმი: “ენა, ლოგიკა, გამოთვლები” (2003); CEU, ინტერდისციპლინარული კურსების მომზადებისა და უმაღლეს სკოლაში სწავლების ვორკშოპი (2003), ბუდაპეშტი, უნგრეთი; ვილჰელმ მათეზიუსის საზაფხულო სკოლა „ლინგვისტიკა, კომპიუტერული ლინგვისტიკა, სემიოტიკა“, პრაღა, ჩეხეთი (2004), თბილ.: ყოველწლიური საზაფხულო საერთაშ. სკოლა “ენა და ლოგიკა“ (2005-დან) ; 2005 – მოსკოვი: “ტიპოლოგიური სკოლა - 4” (2005); ბაქო: ტრენინგი აკად. წერაში, ბაქო (2014); ბიენუალური საერთაშ. სიმპოზიუმის თანმხლები ტუტორიალები “ენა, ლოგიკა, გამოთვლები” (1995). არის სხვადასხვა სამეცნ. ადგილ. თუ საერთაშ. გრანტებისა და პროექტების მონაწილე, თანამშრომლობს უცხოეთის უნ-ტებთან. ავტორია 2 მონოგრაფიისა  და საქართვ. და უცხოეთში გამოქვეყნებული 100-ზე მეტი სტატიის, თეზისისა თუ რეცენზიისა. ეწევა აქტიურ რედაქტორულ და სარედაქციო საქმიანობას.

თხზ.: ივანიშვილი, მარინე. (2009). (თანაავტორი და რედაქტორ-შემდგენელი). ინფორმაციის სტრუქტურირება, ნეკერი, ISBN: 9789941404726; ივანიშვილი, მარინე. (2014). მცენარეთა სახელები ქართულ ოთხთავში, ნეკერი; ივანიშვილი, მარინე. (2014). მცენარეთა სახელები ქართველურში, ნეკერი; ივანიშვილი, მარინე. (2016). (თანაავტორი). ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევის პრობლემები, ნეკერი, ISBN: 9789941457401; ივანიშვილი, მარინე. (2019). (თანაავტორი და რედაქტორ-შემდგენელი). ინფორმაციის სტრუქტურირება და სამყაროს ენობრივი ხედვა: სომატური ლექსიკა ქართველურ ენობრივ სივრცეში, ახალი ხედვა, ISBN: 9789941479434.