-
ავტორი
- კატეგორიები: ლოგიკოსი ფილოსოფოსი
ივანიძე ნუგზარ მიხეილის ძე (11.VIII.1946, თბილისი), ფილოსოფოსი და ლოგიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს.-ფსიქოლ. ფაკ-ტი (1969) და საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტის ასპირანტურა (1972). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დეონტიკური ლოგიკის ზოგიერთი საკითხი“, რ-ც ერთ-ერთი პირველი სისტემური კვლევა იყო საქართველოში ნორმათა ლოგიკის სფეროში (1972). ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას თსუ-ის ფილოს.-ფსიქოლ. ფაკ-ტზე (1972-2006); იყო ლოგიკის კათედრის უფრ. მასწავლებელი და ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1972-75). ეწეოდა აქტიურ საზ. საქმიანობას: იყო სსრკ ფილოს. საზ-ების საქართვ. განყ-ების სწავლული მდივანი (1986-1996). მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამოქალაქო სექტორის განვითარებაში: იყო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრ. დირექტორი (1995-2002). მისი სამეცნ. კვლევის სფერო მოიცავდა: ლოგიკას, კერძოდ, დეონტიკური (ნორმათა) ლოგიკას. მის ნაშრომებში მოცემულია ნორმატიული ბჭობის ლოგიკური ანალიზი, განხილულია დეონტიკური ცნებების სემანტიკური ინტერპრეტაციისა და ლოგიკური სტრუქტურის საკითხები. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში ლოგიკის საუნივერსიტეტო სწავლების განვითარებაში; არის ლოგიკის ფუნდამენტური სახელმძღვანელოების თანაავტორი. ავტორია მრავალი სტატიისა „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისთვის“ ლოგიკის დარგში.
თხზ.: ივანიძე, ნ. (თანაავტორი). (1992). ლოგიკა, ნაწ. 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ივანიძე, ნ. (თანაავტორი). (1992). ლოგიკა, ნაწ. 2. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ივანიძე, ნ. (1994). ლოგიკა. თბ., მერიდიანი; ივანიძე, ნ. (რედ.). (2014). ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება : მოზარდთათვის. თბ., Carpe diem.