ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნ.-კვლ. ინ-ტი. ის საქართვ. ერთ-ერთი უძველესი სამეცნ. დაწესებულებაა, რ-იც სათავეს იღებს ქ. თბილ.-ში დაარსებული „ისტ.-არქეოლ. ინ-ტიდან“ (01.X.1917), რ-ის ხელმძღვ. იყო აკად. ნიკო მარი. ინ-ტი თავისი წესდებით წარმოადგენდა სამეცნ. დაწესებულებას და მის ძირითად ამოცანას შეადგენდა კავკ. მოსახლ. და ლინგვ. ან კულტ. მისი მონათესავე ხალხების ენების, ყოფისა და ისტ. შესწავლა, კავკასიისმცოდნეობასთან დაკავშირებული სამეცნ. დისციპლინების განვითარებისთვის ხელშეწყობა, კავკ-ში არსებული მატერ.-სულიერი კულტ. ძეგლთა აღნუსხვა და დაცვა. ინ-ტის სათავეებთან იდგნენ ქართ. მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები - ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი. პირველი სამეცნ. ექსპედიციები მოეწყო ჭანეთში და მესხეთში (1917). გაიხსნა თბილ. უნ-ტი (1918). ინ-ტის ორივე ნამდვ. წევრი - ე. თაყაიშვილი და გ. ჩუბინაშვილი უნ-ტის პროფ-ებად აირჩიეს. თავისი ისტ. მანძილზე ინ-ტმა არაერთხელ შეიცვალა სახელი და განახორციელა რეორგანიზაცია: „კავკასიისმცოდნეობის ინ-ტი“ (1931), „აკად. ნ. მარის სახ. ენის, ისტ. და მატერ. კულტ. ინ-ტი“ („ენიმკი“) (1936), მისი გაყოფის შემდეგ შეიქმნა ორი დამოუკიდებელი - ენათმეცნ. და ისტ. ინ-ტები (1941). ისტ. ინ-ტი გახდა საქართვ. ისტ., ქართვ. ხალხის ყოფისა და კულტ. შემსწავლელი ძირითადი ცენტრი. არქეოლ. და ეთნოგრ. სამუშაოების გაფართოების გამო მას ეწოდა ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი" (1964) და სტრუქტურულად ის წარმოადგენდა საქართვ. მეცნ. აკადემიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტს. მოგვიანებით ინ-ტს გამოეყო „არქეოლ. კვლევის ცენტრი“ (1977). 2006 წელს ინ-ტი ჩამოყალიბდა, როგორც სსიპ „ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი“, ხოლო 2010-დან ის არის თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნ.-კვლ. ინ-ტი ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი". „ენიმკის“ დაარსებიდანვე აქ მუდმივ კონსულტანტად მოწვეული იყო ივ. ჯავახიშვილი; ისტ. ინ-ტს სათავეში ედგნენ დირექტორები: ს. ჯანაშია (1936-1947); ნ. ბერძენიშვილი (1947-1965); გ. მელიქიშვილი (1965-1999);  დ. მუსხელიშვილი (1999-2006); ვ. კიკნაძე (2006-2018). ამჟამად ინ-ტის დირექტორია ისტ. დოქტორი გიორგი ჭეიშვილი (2018–დან). სხვადასხვა დროს ისტ. ინ-ტში ასევე მოღვაწეობდნენ საისტორიო მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები: მ. აბდუშელიშვილი, გ. აკოფაშვილი, გ. ალასანია, ზ. ალექსიძე, ი. ანთელავა, ზ. ანჩაბაძე, ა. აფაქიძე, შ. ბადრიძე, ვ. ბარდაველიძე, ა. ბაქრაძე, ა. ბენდიანიშვილი, თ. ბერაძე, დ. ბერძენიშვილი, მ. ბერძნიშვილი, ა. ბოგვერაძე, ვ. გაბაშვილი, ბ. გამყრელიძე, მ. გაფრინდაშვილი, მ. გეგეშიძე, გ. გელაშვილი, დ. გვრიტიშვილი, გ. გიორგაძე, გ. გობეჯიშვილი, დ. გოგოლაძე, ვ. გოილაძე, გ. გრიგოლია, კ. გრიგოლია, ვ. გუჩუა, ლ. დავლიანიძე, ვ. დონდუა, მ. დუმბაძე, თ. ენუქიძე, ვ. თოფურია, ვ. ითონიშვილი, მ. ინაძე, რ. კიკნაძე, ფ. ლომაშვილი, ჯ. ლომაშვილი, გ. ლომთათიძე, ბ. ლომინაძე, ნ. ლომოური, მ. ლორთქიფანიძე, ო. ლორთქიფანიძე, გ. მამულია, გ. მარგიანი, დ. მეგრელაძე, ლ. მელიქიშვილი, შ. მესხია, ნ. მინდაძე, მ. ნათმელაძე, გ. ნიორაძე, ჯ. ოდიშელი, ე. ორჯონიკიძე, თ. ოჩიაური, გ. პაიჭაძე, თ. პაპუაშვილი, ო. ჟორდანია, ზ. რატიანი, პ. რატიანი, ა. რობაქიძე, ჯ. რუხაძე, მ. სამსონაძე, უ. სიდამონიძე, ო. სოსელია, ა. სურგულაძე, ი. სურგულაძე, ი. ტაბაღუა, თ. ტატიშვილი, გ. ქავთარაძე, მ. ქიქოძე, თ. ყაუხჩიშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, გ. ყორანაშვილი, ჯ. შარაშენიძე, მ. შილაკაძე, ნ. შოშიაშვილი, გ. ჩიტაია, ქ. ჩხატარაიშვილი, თ. ცაგარეიშვილი, ი. ცინცაძე, გ. წერეთელი, გ. ჯამბურია, ნ. ჯანაშია, ვ. ჯაფარიძე, ო. ჯაფარიძე, ნ. ხაზარაძე, რ. ხარაძე, მ. ხიდაშელი, ე. ხოშტარია-ბროსე.  სხვადასხვა დროს ინ-ტში ფუნქციონირებდა ძვ. ისტ., შუა სს. საქართვ. ისტ., საქართვ. ახ. ისტ., საბჭ. საქართვ. ისტ., დიდი სამამულო ომის პერიოდის საქართვ. ისტ., საქართვ. სსრ შრომითი კოლექტივების ისტ., საქართვ. ძვ. და შუა სს. ისტ. წყაროთმცოდნეობის, საბჭოთა კავშირის ხალხებთან საქართვ. ურთიერთობის ისტ., კავკასიის ხალხთა ისტ., ევრ-ის ქვეყნების ისტ., ისტ. გეოგრ., კონკრ. სოციოლოგიური კვლევის, საქართვ. ქალაქებისა და სოფ.-ების ისტ., საქართვ. ისტ. ძეგლთა ნუსხისა და სამეცნ. ინფორმაციის, ეთნოგრ. განყ-ები. ამ უკანასკნელში გაერთ. იყო მატერ. კულტ. და სამეურნეო ყოფის, სოც. ურთიერთობათა, სულიერი კულტ., ქართ.-კავკასიური კულტ.-ისტ. ურთიერთობების ეთნოგრ. შესწავლისა და ანთროპოლ. სამეცნ. სექტორები. სულიერი კულტ. შესწავლის სექტორში ცალკე ფუნქციონირებდა ქართ. ხალხ. მუს. და ქართ. ხალხ. მედ. სამეცნ. ჯგუფები. ინ-ტში ასევე არსებობდა სოც.-კულტ. ტრად-ების სამეცნ.-საკოორდინაციო ცენტრი, საქართვ. ისტ. წყაროების კომისია, საქართვ. შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტ. საპრობლემო ჯგუფი და საქართვ. ისტ. ძეგლთა აღწერილობაზე მომუშავეთა სამეცნ. ჯგუფი. დღეს ინ-ტში მოქმედებს ძვ. ქვეყნების ისტ. (ხელ-ლი ლევან გორდეზიანი), შუა სს. საქართვ. ისტ. და წყაროთმცოდნეობის (ხელ-ლი მარიამ ჩხარტიშვილი), ახ. და უახლესი ისტ. (ხელ-ლი ავთანდილ სონღულაშვილი), საქართვ. ეთნოლოგიის (ხელ-ლი ქეთევან ხუციშვილი), კავკ-ის ეთნოლოგიის (ხელ-ლი როლანდ თოფჩიშვილი) სამეცნ. განყ-ები, ანთროპოლ. კვლ-ის ლაბორ. (ხელ-ლი ლიანა ბითაძე), სამეცნ. ბ-კა (გამგე შალვა გლოველი) და ისტ.-ეთნოლოგიური არქივი (არქივზე პ/მგ პირი ნიკოლოზ გურგენიძე).   

ინ-ტის თანამედროვე პერიოდული გამოცემებია: „ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტის შრომები“, „ქრონოსი: ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ჟურნ.“, „ქართ. წყაროთმცოდნეობა“, „ახ. და უახლესი ისტ. საკითხები“, „კავკასიის ეთნოლოგიური კრებ.“, „მასალები საქართვ. ეთნოგრაფ-თვის“, „ისტ.-ეთნოლოგიური ძიებანი“. 

თხზ.: ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ-ის ინ-ტი. (1988) მეცნიერება.