ივანე ჯავახიშვილი - 140
ივანე ჯავახიშვილი - 140

ივანე ჯავახიშვილი - 140. საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია. ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ-სა და ეთნოლოგიის ინ-ტი. საერთაშ. კონფერენცია მიეძღვნა ივ. ჯავახიშვილის დაბადების 140 წლისთავს. ჩატარდა ინ-ტში (30.V.2016 – 01.VI.2016). საკონფერენციო მოხსენებები ეხებოდა დიდი ქართვ. მეცნიერის შემოქმედებას, ასევე, საქართვ., მსოფლიო ისტ., ეთნოლოგიისა და ანთროპოლ. მნიშვნელოვან საკითხებს; ფართოდ გაშუქდა საქართვ. ახ. და უახლესი პერიოდის საკითხები: საქართ.-რუს. ურთიერთობების ისტ. მასალები; საქართვ. დემოკრ. რესპ., ეროვნ.-განმათ. მოძრაობის და ქართ. ემიგრაციის ისტ. საკითხები; წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვანი წყაროთმცოდნეობითი კვლ-ების შედეგები, ეკლესიის ისტორიასთან დაკავშირებული თემები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საგრანტო პროექტით შესრულებული კოლექტიური ნაშრომის - „საქართველო-რუსეთის ურთიერთობები XVIII-XXI სს. I და II″ „მერიდიანი“- პრეზენტაცია (2016). კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ მეცნიერები საქართვ-დან და მოლდოვიდან.