იუშენკო ვიქტორ
იუშენკო ვიქტორ

იუშენკო ვიქტორ  (Yushchenko Victor, 23. II. 1954) საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების, ქართულ-უკრაინული სამეცნ. საქმიანობის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის უკრაინის პრეზიდენტს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (11.04.2008).

ი. ვ.-მა დაასრულა ტერნოპოლის საფინანსო–ეკონ. ინ-ტი (1975). ეკონომისტად დაიწყო მუშაობა სსრკ-ის სახელმწ. ბანკის რეგიონულ ფილიალში (1976). მან განათლება მიიღო უკრაინის სასოფლო მეურნეობის ეკონ. და ორგანიზაციის კვლევით ინ-ტში (1984). იგი მუშაობდა კიევში, სსრკ-ის სახელმწ. ბანკის სასოფლო მეურნეობის საკრედიტო და საფინანსო განყ-ბაში (1985), შემდეგ კი –  სსრკ-ის საკავშირო სააქციო კომერციული აგროსამრეწველო ბანკის კიევის ფილიალში (1987).

ი. ვ. იყო ეროვნ. ბანკის ხელმძღვ. (26.01.1993-22.12.1999). მან გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები: შექმნა სახელმწ. ხაზინა, ბანკნოტების ზარაფხანა, ეროვნულ ვალუტად შემოიღო გრივნა. ჟურნ. „გლობალური ფინანსების“ (глобальні фінанси) მიხედვით, ი. ვ. მსოფლიო საუკეთესო ბანკირთა სიაში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა (1997).

ი. ვ.-მა უკრაინის საბანკო საქმის აკადემიაში დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ეკონომიკის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1998).

იგი უკრაინის პრემიერმინისტრი  (22.12.1999-29.05.2001) და რიგით მესამე პრეზიდენტია (23.01.2005-25.02.2010).