-
ავტორი
- კატეგორიები: პერიოდული გამოცემა
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის პერიოდული გამოცემა (1955-2018). შრომების 7 ტ. გამოიცა 1955-1964 წლებში, ამის შემდეგ მისი გამოც. შეწყდა და აღდგა 2008 წ. სულ გამოიცა 15-ჯერ შემდეგი პერიოდულობით: ტ. I (1955), ტ. II (1956), ტ. III (1958), ტ. IV (1) (1958), ტ. IV (2) (1959), ტ. V (I) (1960), ტ. V (2) (1961), ტ. VI (1) (1961), ტ. VI (2) (1962), ტ. VII (1964), ტ. VIII (2008), ტ. IX (2009), ტ. X-XI (2011), ტ. XII-XIII (2014), ტ. XIV-XV (2018). კრებ. იბეჭდებოდა ისტ., არქეოლ., ეთნოლოგიური, ანთროპოლ. უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები და წყაროების ტექსტები. 2008 წელს, კრებ. აღდგენის შემდეგ, VIII ტ-ში მხოლოდ ის მოხსენებებია შეტანილი, რ-ებიც წაკითხული იყო 2007 წლის მაისში, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში ჩატარებულ, გელათის მონასტრის დაარსების 900 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნ. კონფერენციაზე. „შრომების“ სარედ. კოლეგია იყო საერთაშ. წარმომადგენლობის (წევრები იყვნენ საქართვ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და იაპონიიდან) და აღდგენის შემდეგ (2008) მისი მთ. რედ. იყო ისტ. მეცნ. დოქტ. ვ. კიკნაძე.