იშხნელი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე
იშხნელი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე

იშხნელი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (14.VI.1916, არადეთი, ქარელის რ–ნი - 5.III.1992, თბილისი), ფიზიკოსი, დაამთავრა თსუ-ის ფიზ-მათ. ფაკ-ტი (1939) და იმავ წელს ზოგადი ფიზიკის კათედრის თანამშრომელი გახდა. შემდეგ მივლინებული იქნა მოსკოვის პ. ლებედევის სახ. მეცნ. აკადემიის ფიზიკურ ინ-ტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1950). მისი ხელმძღანელობით შეიქმნა ზოგადი ფიზიკის კათედრა II (1970), რ–იც ემსახურებოდა სხვა სპეციალობების სტუდენტობას. ამავე წლებში იგი ლექციებს კითხულობდა ზოგადი ფიზიკის კურსის ერთ-ერთ ძირითად ნაწილში ,,ელექტრობა და მაგნეტიზმი’’. მიენიჭა პროფესორის და მეცნ. დამსახურებული მოღვაწის წოდებები (1981). ავტორია ასამდე სამეც. სტატიის და რამდენიმე წიგნის.  

თხზ.: იშხნელი, ა. (თანაავტორი). (1959). ელეტრობა და მაგნეტიზმი. ზოგადი კურსი.  სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. თბ. უნ-ტის გამ-ბა; იშხნელი, ა. (1977). დიელექტრიკების პოლარიზაცია. თბ. უნ-ტის გამ-ბა; იშხნელი, ა. (1978).  დიელექტრიკების გარღვევა. თბ. უნ-ტის გამ-ბა.