-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტიკოსი იურისტი საპატიო დოქტორი
იშინგერი ვოლფგანგ ფრიდრიხ (Ischinger Wolfgang Friedrich, 06.IV.1956, ბოირენი) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართვ. შორის ურთიერთობის გამყარებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართვ. სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მხარდაჭერისათვის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (14.12.2015).
ცნობილი გერმ. იურისტისა და დიპლომატის ი. ვ.-ს სამეცნ. ასპარეზი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან იწყება. იგი აშშ-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში (უმაღ. სკოლის დიპლომი-1964) იმყოფებოდა ვაცეკაში, ილინოისის შტატში. იურისპრუნდეციის შესწავლის შემდეგ (რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნ-ტი, ბონი; ჟენევის უნ-ტი), როგორც გერმანიის აკად. გაცვლის სამსახურის სტიპენდიატი, დაეუფლა სამოქალაქო სამართალს.
ი. ვ.-მ ამერიკის ფლეტჩერის სახ. დიპლომატიისა და სამართ. სკოლასა (მედფორდი, მასაჩუსეტი) და ჰარვარდის სამართ. სკოლაში (კემბრიჯი, მასაჩუსეტი) შეისწავლა საერთაშ. სამართალი, ეკონ. ურთიერთობები და უახლესი ისტორია.
ი. ვ. გაეროს გენერალურ მდივან კურტ ვალდჰაიმთან თანამშრომლობდა (1973-1975). იგი აქტიურად ჩაერთო საგარეო პოლიტიკაში, შექმნა „ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა“ (1975). მომდევნო წლებში ვაშინგტონსა და პარიზში საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლისა და პოლიტ. განყ-ბის ხელმძღვანელის სტატუსით გააგრძელა საქმიანობა ვაშინგტონსა და პარიზში. იგი სახელმწ. მდივნის პოზიციას იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ელჩის სტატუსით იმყოფებოდა ვაშინგტონსა და ლონდონში.
ი. ვ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეა (2008).