ისაკაძე გურამ შალვას ძე
ისაკაძე გურამ შალვას ძე

ისაკაძე გურამ შალვას ძე (22.VI.1953, სოფ. ხაშმი, საგარეჯოს რ–ნი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ–ტი (1975). ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნ. მოღვაწეობას: თბილ. კ. ლესელიძის სახ. სამხ. სკოლა-ინტერნატის, თბილ. სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის მასწავლებელი, თსუ-ის კათედრის ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, ასისტენტი (1976-1990); საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, "საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი" (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991); საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ეკოლოგიის ქვეკომისია, თავ-რე (1990-1991); საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისია, წევრი (1990-1991).