-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
იოსელიანი ციალა ივანეს ასული (21.IX.1940, ლაგოდეხი-10.XII.2024, თბილისი). დაამთავრაა ლაგოდეხის საშ. სკოლა და სწავლა გააგრძელა ჩრდ. ოსეთის პედ. ინ-ტში ფიზიკის ფაკ-ტზე (1957-1959), შემდეგ თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ზე რადიოფიზიკის მიმართულებით (1959-1964). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში უფრ. ლაბორანტად (1964-1965), შემდეგ ამავე ლაბორ. ტრეკული ხელსაწყოებიდან მიღებული ფილმური ინფორმაციის ავტომ. დამუშავების განყ-ბაში უფრ. ინჟინრის პოზიციაზე (1965-დან). ი. ც.-მ მუშაობა განაგრძო აღნიშნული ლაბორ. ბაზაზე ჩამოყალიბებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1980-დან); თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (მეფი) ი. ც. მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე ბოლო პოზიცია მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე (1980-2024). სხვადასხვა დროს სამეცნ. მივლინებებით იმყოფებოდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, რუსეთი). აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე ექსპერიმენტებზე ტრეკული ხელსაწყოებიდან მიღებული ფილმური ინფორმაციის ავტომატურ დამუშავებაში. ი. ც.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ავტომატურ დანადგარ „სპირალურ წამკითხველზე“ მიღებული მონაცემების მოდელირება და БЭСМ-6-ზე მათ. დამუშავება, დამუშავების პროგრამების შექმნა. იყო ადგილ. და საერთაშ. რამოდენიმე სამეცნ. ღონისძიებისა და საგრანტო პროექტის მონაწილე; არის ავტორი და თანაავტორი რამოდენიმე სამეცნ. ნაშრომის, რ-იც გამოქვეყნებულია საბჭ. კავშორის სამეცნ. ჟურნ., მაგ.: „Оценка относительной ионизации по данным сканирования на спиральном измерителе“ (Препринт ОИЯИ, 1974, 10-8144); „STATISTICAL APPROACH IN SOME PROBLEM OF PATTERN RECOGNITION IN HIGH-ENERGY PHYSICS: POINTED MODEL OF TRACK IMAGE“ (Препринт ОИЯИ, 1986, Р-10-86-666); „Efficiency of the Estimations of Multivariate Distribution Parameters from the One-Dimensional Observed Frequencies“ (Препринт ОИЯИ, 1988, Е-5-88-986). თსუ-ის მეფი-ში NATO/INTASS-ის დაფინანსებით განხორციელდა სატელიტური ანტენის დადგმა (1996) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება, რამაც შესაძლებელი გახადა ამ ქსელში პირველად საქართვ.-ს უნ-ტებისა და მეცნ. აკადემიის ინ-ტების ჩართვა. ინ-ტისთვის ეს დიდი გამოწვევა წარმატებით გადაილახა შიდა სპეც. ტექ. პერსონალის მიერ, უდიდესი გამოცდილების მქონე ი. ც. სწორედ ამ გუნდის წარმომადგენელი გახლდათ. საქართვ. სამეცნ. საგანმან. კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენას შექმნიდან (1999) რამოდენიმე წელში ინ-ტის ინტერნეტ მომსახურების ჯგუფი გადაერთო შიდა კომპ. ქსელის მომსახურებაზე, ამ მიმართულებითაც უზარმაზარია ი. ც.-ს წვლილი. იგი დაჯილდოვდა თსუ-ის უნ-ტის მედლით ნაყოფიერი სამეცნ. მიღვაწეობისთვის (2024).