იოსელიანი ეთიმ (თეიმურაზ)
იოსელიანი ეთიმ (თეიმურაზ)

იოსელიანი ეთიმ (თეიმურაზ) (19.VIII.1947, სოფ. მულახი, მესტიის რ-ნი -23.XI.2005, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1970). იმავე წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის სამეცნ.-კვლევით ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად. ჩაირიცხა მოსკოვის ჰიდრომეტცენტრის ასპირანტურაში (1972), დაიცვა დისერტაცია ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად (1977). დისერტაციის თემა ეხებოდა ჰიდროდინამიკური პროცესების მოდელირებას ატმოსფეროს ფიზიკაში. მისი სადისერტაციო გამოკვლევების რიგი საკითხები ამ დარგში მსოფლიო მაშტაბის მიღწევად იქნა აღიარებული. ჰიდრომეტცენტრში, უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობის პარალელურად კითხულობდა ზოგადი ფიზიკის კურსს საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ფიზიკის კათედრაზე  (1977-1983). იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამედ. ინფორმატიკის და კიბერნეტიკის დოცენტი (1987-2005). ხელმძღვანელობდა სამედ. ინფორმატიკის მიმართულებას და სახელშეკრებულო თემას "სამედიცინო ინსტიტუტში სასწავლო დისციპლინებში ავტომატიზირებული გაკვეთილების მომზადება" (1987-1990). იყო 30-მდე სამეცნ. შრომის ავტორი და თანაავტორი.