იოსელიანი დალი კონსტანტინეს ასული
იოსელიანი დალი კონსტანტინეს ასული

იოსელიანი დალი კონსტანტინეს ასული (17.III.1944,  დაბა მესტია), ინჟ.–ტექნოლოგი.  დაამთავრა სპი-ის ქიმ. და კვების ტექნოლ. ფაკ-ტი (1967). ასპირანტურა (1971), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „C1-C3 ალიფატური სპირტების დეჰიდრირება მოდიფიცირებულ ბუნებრივ და სინთეზურ ალუმინო სილიკატურ კატალიზატორებზე" და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1980).  იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1967-2010), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ქიმ. ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). მისი მეცნ. ინტერესების სფერო  იყო: ქიმ. მეცნიერებანი, გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი. ი. დ.-ის შრომები ეხება გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების მეთოდების შემუშავებას ქიმ. ეკოლოგიის მიდგომების გამოყენებით. ჩატარებული აქვს სამუშაოები მოდიფიცირებული ალუმინსილიკატების, ბუნებრივი და სინთეზური ცეოლითების და მეორადი სამრეწვ. კატალიზატორების ბაზაზე აქტიური, სელექტიური, იაფი და სტაბილური კატალიზატორების დამზადების მიზნით. მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის დ. მენდელეევის აკად. პრემია ნაშრომთა ციკლისათვის „მეთანოლის ჟანგვითი დეჰიდრატაცია ვერცხლით მოდიფიცირებულ ცეოლიტებზე“ (1978). თანაავტორია სამეცნ. სტატიების და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების, მათ შორის: „Water purification from zinc ions using expanded perlite“, (World Journal of Advanced Research and Reviews, 2023); „Adsorptive removal of zinc icons from aqueous solutions in the presence of Georgia minerals“, (World Journal of Advanced Research and Reviews (WJARR), 2024); „Adsorption removal of copper ions from water medium with the use of travertine and limestone“, (World Journal of Advanced Research and Reviews, 2025).