-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი
იოსელიანი ავთანდილ აბოს ძე (16.IX.1952, სოფ. მულახი, მესტიის რ-ნი- 26.X.1992, ოჩამჩირე. საბურთალოს ძმათა სასაფლაო, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით (1978), სტუდენტობის დროს მოიხადა სავალდებულო სამხ. სამსახური. მუშაობდა "საქნავთობში", გეოფიზიკურ ექსპედიციაში; სამსახური გააგრძელა საქართვ. გეოლ. სამმართველოს კომპლექსურ გეოლოგიურ გეოფიზიკურ ექსპედიციაში, სხვადასხვა თანამდებობებზე. იგი დაინიშნა საქართვ. გეოლოგიის დეპარტამენტის გეოფიზიკური სამმართველოს უფროსად (1990). შემდეგ ჩაება ეროვნულ მოძრაობაში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებში. აფხაზეთში, საქართვ. ტერიტ. მთლიანობის დასაცავად მოხალისედ წავიდა. ი.ა.–მ ოჩამჩირეში, თანამებრძოლების გარემოცვაში, სადაც ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ, ხელყუმბარა სხეულით დაფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემო მყოფები სიკვდილს გადაარჩინა. მესტიაში არის მისი სახელობის ქუჩა; სიკვდილის შემდგომ მას საქართვ. ეროვნ. გმირის წოდება და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მიენიჭა (2019).