იორამაშვილი იოსებ (სოსო)
იორამაშვილი იოსებ (სოსო)

იორამაშვილი იოსებ (სოსო) (13.I.1905, დირბი-11. IX, 1965, თბილისი), მწერალი და მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ის  ფილოლ. ფაკ-ტი (1936). მას უყვარდა ჭიდაობა და სპორტის ამ სახეობას მისდევდა კიდეც ახალგაზრდობაში. სხვადასხვა პერიოდში მუ­შა­ობ­და ჟურნ.-გაზ. რედ. თუ გამომცემლად; მონაწილეობას იღებდა II მსოფლიო ომში (1942-1945); ომის დამთავრების შემდეგ შეუდგა ლიტ. მოღვაწეობას; მისი მოთხრ. პირველი კრებ. "ვერხვის ჭალაში" გამოქვეყნდა (1954); ი. ი.-ს შემოქმედების ძირითადი თემაა სოფელი, ნადირობა; იგი ითვლება სათავგადასავლო ჟანრის ერთ-ერთი პიონერად სა­ქარ­თვ. ("კარავი მტკვრის პირას", 1959). ავტორია ­მოთხრ. კრებ.: "ნაცნობი სახე" (1956); "უცნაური შეხვედრა" (1968); "ჯაბა ელიაური" (1962), "კოჭლი კაკაბი" (1964), "მოთხრობები" (1965), "გაღმა ვენახი" (1967), "წითელი ვაშლის საი­დუმ­ლოება" (1977); ,,ნაკრძალის დირექტორი“; „ღორი მუხის ქვეშ“და სხვა.  მწერალმა ქართ. ენაზე გამოსცა  კრებ.-„მონადირის წიგნი“, რ-იც, კლასიკოსების და თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებთან ერთად, წარმოდგენილია ხალხ. შემოქმედების ნიმუშებიც. ი. ი. აქტიურად ეწეოდა მთარგმნე­ლობით საქმიანობასაც: ,, მათე ზალკა“, "გენერალი”, ( 1941) და სხვა.

ლიტ.:  იორამაშვილი იოსებ. საქართველო: ენციკლოპედია. (2018): ტ. IV. გვ.331.