-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი საპატიო დოქტორი
იონგი დიკ დე
იონგი დიკ დე (Jongh Dick De, 19.X.1939, ენსხედე) უნ-ტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ამსტერდამის უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (14.09.2015).
ი. დ.-მა მედისონის ვისკონსის უნ-ტში სტივენ კლეინის სამეცნ. ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია („ინტუიციური პროპოზიციონალური კალკულუსის კვლევა“) და მოიპოვა დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1968).
ი. დ., როგორც ჰოლანდიელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, ამსტერდამის უნ-ტის ემერიტუს პროფესორი, თავისი შრომებით განსაკუთრებით პოპულარულია მტკიცებულების თეორიაში, მოდალურ და ინტუიციურ ლოგიკაში.
ამსტერდამის უნ-ტის ლოგიკის, ენისა და გამოთვლების ინ-ტში ემერიტუს პროფესორის სტატუსის მინიჭების საზეიმო ცერემონიალზე წარმოთქმული მიმართვის მიხედვით გამოიცა ი. დ.-ს მემორიალური წერილი (2004).