-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ინწკირველი ეთერ ამირანის ასული (09.VIII.1977, ოზურგეთი), ფილოლოგი. ფილოლ. მეცნ. კანდ. (2005), ფილოლ. დოქტორი (2007). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1998), მაგისტრატურა (2000) და საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის ასპირანტურა (2005). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ბიბლიური სიუჟეტების ხალხური ვარიანტები“ (2005). იყო თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2009-2016); კითხულობდა ლექციებს თსუ-ის სიღნაღის ფილიალში (1999-2000); საქართვ. უნ-ტში (2015-2019); ილიას სახელმწ. უნ-ტში (2022-2026); არის კავკასიის უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2020-დან), თსუ-ის მიწვეული ლექტორი (2023-დან). ი.ე.-ის კვლევის სფეროა ხალხ. კულტურა, ქართ. ფოლკლორისა და მითოლოგიის, ნარატოლოგიის და ფოლკლორიზაციის საკითხები. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა რელიგ. ფოლკლორის შესწავლა წეს-ჩვეულებებთან და რწმენა-წარმოდგენებთან კავშირში. მონოგრაფიაში „ბიბლიური ამბები ხალხურ ტრადიციაში“ (2017) რელიგიური ფოლკლორი შესწავლილია ჰოლისტური და სტრუქტურალისტური მეთოდებით და ახსნილია ბიბლ. სიუჟეტების ფოლკლორიზაციის პროცესი არა მხოლოდ ვერბალურ, არამედ რიტუალურ და ლიტურგიულ კონტექსტში. ი.ე.-ს ინტერესის სფეროა აგრეთვე საბჭ. ფოლკლორის და ფოლკლორისტიკის ისტორიის კვლევა, საბჭ. ეპისტემოლოგია.