ინჯგია  მარინე დომენტის ასული
ინჯგია მარინე დომენტის ასული

ინჯგია  მარინე დომენტის ასული (10.VII.1962 მარტვილი, სოფ. თამაკონი). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი - ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1984).  მუშაობდა ბირთვული ფიზიკის კათედრაზე, კოსმ. სხივების ლაბორატორიაში, სადაც აქტიურად იყო ჩართული სამეცნ. კვლევებში (1984 – 1995). არის 10 -ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. კვლევის მიმართულება: ექსპერ. ბირთვული ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე სხვადასხვა პოზიციაზე (1995-დან). იყო რადიოფიზიკის და ელექტრონიკის კათედრის  მაძიებელი (1995-2005).  ამავე წლებში ასწავლიდა ფიზიკის ფაკ-ტთან  არსებული ფიზ.-მათ. სკოლაში - ფიზიკას. მუშაობდა თსუ-ის II კორპუსში არსებულ კომმპიუტერულ ცენტრში ინჟინერ - პროგრამისტად (2000).  თსუ-ში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის დეკანატში სპეციალისტის პოზიციაზე (2000-2007). სხვადასხვა ფაკ-ტზე (იურიდიული, მათემატიკის, ფილოსოფია-ფსიქოლიგიის...) მიყავდა პრაქტ. მეცადინეოებები - ინფორმატიკაში (2000-2010). წარმატებით დაამთავრა  ანდრია პირველწოდებულის ქართ. უნ-ტის დოქტურანტურა (2009-2010). საკვალიფიკაციო თემა:„ბგერითი სიხშირის  ელექტრომაგნიტური ველის ეფექტის გავლენის გამოკვლევა გამტარი სითხის დინამიკაზე მათემატიკური მოდელირებით“. დღემდე მუშაობს ქ. თბილ. 165 - ე საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად (1997-დან).