ინასარიძე ნიკოლოზ ხვედრის ძე
ინასარიძე ნიკოლოზ ხვედრის ძე

ინასარიძე ნიკოლოზ ხვედრის ძე (01. I.1971, თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2005), პროფესორი. მისი სამეცნ. მოღვაწეობა მოიცავს ჰომოლოგიურ და ჰომოტოპიურ ალგებრას, კატეგორიების თეორიას, ციკლურ ჰომოლოგიას, ალგებრულ K-თეორიას, კომპიუტერულ ალგებრასა და კრიპტოგრაფიას. წარჩინებით დაამთავრა თბილ. პირველი ექსმერიმენტული საშ. სკოლა (1987), ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1992). სწავლობდა საქ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის მათ. ინ-ტის ასპირანტურაში ალგებრის სპეციალობით (1992-1995). დაიცვა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის დისერტაცია თემაზე “Non-abelian tensor product of groups and its applications” (ხელმძღვ. აკად. გ. ჯანელიძე, 1997), ხოლო - სადოქტორო დისერტაცია თემაზე “Some Aspects of Homotopical Algebra and Non-abelian (Co)homology Theories” (2005). მუშაობს ა. რაზმაძის მათ. ინ-ტში, თავდაპირველად უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1996-დან), შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად ალგებრის განყ-ბაში. იყო მოწვეული პროფესორი სანტიაგოს დე კომპოსტელას უნ-ტში (ესპანეთი, 2006-2012), მკვლევარი „Parga Pondal“-ის კონტრაქტით ვიგოს უნ-ტში (2008-2012). იყო სტუ-ის მოწვეული სრული პროფესორი, სადაც ასწავლიდა კომპიუტერულ მათემატიკასა და პროგრამირებას (2013-2020). ი. ნ. მონაწილეობდა და იყო ხელმძღვ. მრავალ საერთაშ. და ეროვნ. სამეცნ. გრანტში. მისი სამეცნ. საქმიანობა მოიცავს როგორც თეორიულ კვლევას, ასევე საერთაშ. თანამშრომლობების გაღრმავებას ევროპის წამყვან უნ-ტებთან. იგი გახლდათ მომხსენებლი მრავალ საერთაშ. კონფერენციაზე (სტრასბურგი, პეკინი, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, თბილისი და სხვ.), იყო თანაორგანიზატორი ფორუმებისა: Homological and Homotopical Algebra (თბილისი, 2000), Homology Theories, K-Theory and Homotopy Theory (თბილისი, 2007), K-Theory and Homotopy Theory (სანტიაგო დე კომპოსტელა, 2008), Homotopy and Non-Commutative Geometry (თბილისი, 2011). ნ. ი. არის ჟურნალების Journal of Homotopy and Related Structures (Springer) და Tbilisi Mathematical Journal, შემდგომში Advanced Studies: Euro-Tbilisi Mathematical Journal  რედაქტორი. დაჯილდოებულია INTAS-ის, საქართვ. პრეზიდენტისა და ესპანეთის განათლების სამინისტროს სტიპენდიებით. არის 30-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.

თხზ.: Inassaridze, N. (2014). Some Aspects of Homotopic Algebra and Non-Abelian (Co)Homology Theories. Translated from Sovrem. Mat. Prilozh., no. 93, ISSN: 1512-1712/e; J. Math. Sci. (N.Y.) 213 (2016), no. 1, 1-129; ISSN: 1072-3374; 1573-8795/e.