ინანიშვილი რევაზ კონსტანტინეს ძე
ინანიშვილი რევაზ კონსტანტინეს ძე

ინანიშვილი რევაზ კონსტანტინეს ძე (20.XII.1926 სოფ. ხაშმი, საგარეჯოს რ-ნი -26.XII.1991, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1956). მისი პირველი მოთხრ. "სახსოვარი" გამოქვეყნდა ალმანახ "პირველ სხივში" (1950), ხოლო მოგვიანებით დაიბეჭდა მისი პირველი კრებ. (1953). მწერალი ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო ლიტერატურაში. მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომც. "ნაკადულში" (1960), მოგვიანებით გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყ-ბაში (1966). მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "არდადეგები"; "დაბრუნებული ღიმილი"; "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"; "ფერმა მთაში"; "ზაფხული სოფლად"; "პასტორალი" (თანაავტორი ო. იოსელიანი); "ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე); "ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. ი.რ. იყო ჟურნ. "დილას" მთ. რედაქტორი (1989-1991). იყო მწერალთა კავშირის მდივანი (1985-1988). მიღებული აქვს რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია.

თხზ.: ინანიშვილი, რ. (1964). ბიბო: მოთხრობები . თბ., ნაკადული; ინანიშვილი, რ. (1970). სად ცხოვრობს მეზღაპრე : მოთხრობები. თბ., ნაკადული; ინანიშვილი, რ. (1971).   საღამო ხანის ჩანაწერები : ნოველები. თბ., ნაკადული; ინანიშვილი, რ. (1976). შორი თეთრი მწვერვალი : მოთხრობები. თბ., ნაკადული; ინანიშვილი, რ. (1987). მთვარის ასული : მოთხრობები. თბ., მერანი; ინანიშვილი, რ. (2006). მომღერალი სახლი : მოთხრობები, ნოველები, მინიატურები. თბ., შპს ფავორიტი, ISBN 999286236X.