-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი
იმნაიშვილი ვახტანგ ივანეს ძე (22. IX. 1939, ქ. ლანჩხუთი — 24. I. 2017), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი, ტექსტოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1966). ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას თსუ-ში ახ. ქართ. ენის კათედრაზე (1968-დან). იყო თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ქართ. ფილოლ. მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2006-დან), საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროსთან არსებული ქართ. სალიტ. ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის წევრი (2006-დან). მისი კვლევის სფერო იყო ძვ. და ახ. ქართ. ენა, უცხოეთის სამეცნ. ცენტრებში დაცული უძველესი ქართ. ხელნაწერებისა და გამოჩენილ ქართვ. საზ. მოღვაწეთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ამ მიზნით შეისწავლა ავსტრიაში, გრაცის უნ-ტისა და ვენის ნაციონალური ბ-კების ძვ. ქართ. ხელნაწერები და ავსტრიის მეცნიერის, ჰუგო შუხარდტის, არქივის ქართ. მასალები. გრაცში დამუშავებული მასალები (2000) საფუძვლად დაედო ნაშრომს „უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში“ (2004), რის გამოც იმავე წელს მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახ. საუნ-ტო პრემია. ნაშრომს „ზმნა ძველ ქართულში“ (ტ. 1–2, მაინის ფრანკფურტი, 1996) მიენიჭა აკაკი შანიძის სახ. პრემია (1999). შვეიცარიაში იოლანდა მარშევთან ერთად გამოსაცემად მოამზადა ვრცელი „გერმანულ-ქართული ლექსიკონი“, რ-იც გერმანიაში დაიბეჭდა (1999). მისი შრომები იბეჭდებოდა საზღვარგარეთ (ავსტრია, ნიდერლანდი, გერმანია, ბელგია). იგი კითხულობდა ლექციებს ქართ. ენისა და ლიტ-რის შესახებ ვენის, მაინის ფრანკფურტის, ბერნისა და სხვ. უნ-ტებში. ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტ. სახელმწ. უნ-ტში კითხულობდა ქართ. ენის მორფოლ. და სინტაქსის კურსს (1997-2006). იგი იყო ქართველოლოგიის ისტორიის მკვლევარი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1977) და პროფესორი (1979).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): იმნაიშვილი, ვ. (2004). უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში. ტრიადა ISBN: 9994078712; იმნაიშვილი, ვ. (2011). მამათა ცხოვრებანი: ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI საუკუნისა. ორთოდოქსი; იმნაიშვილი, ვ. არდავიწყება მოყვრისა...: ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ეპისტოლური მემკვიდრეობიდან. ტრიადა. ISBN: 9994062298.