იმნაიშვილი გრიგოლ მოსეს ძე
იმნაიშვილი გრიგოლ მოსეს ძე

იმნაიშვილი გრიგოლ მოსეს ძე (3. XII. 1912, ქ. ტყვარჩელი — 14. X. 1997), ენათმეცნიერი, მეცნიერი. დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1937). მუ­შა­­ობდა ენათმეცნ. ინ-ტში (1946-დან), იყო მეცნიერ-თანამშრომელი (1995-დან). ამავე წელს იგი გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი. იგი იკვლევდა ქართ. სალიტ. ენასა და მის დიალექტებს, რ-ებსაც მი­უძღვნა მონოგრაფიული გამოკვლე­ვები: „ქარ­თული ენის კახური ­დიალექტი“ (1956, ა. მარტიროსოვის თანაავტორობით), „ქართული ენის ინგილოური დიალექტის თავისებურებანი“ (1966), „ქართლური დიალექტი“ (1974), „ქართული ენის გურული დიალექტი“ (2005). მოამზადა და გამოსცა „ქართული დიალექტოლოგიის ბიბლიოგრაფია“ (1969).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): იმნაიშვილი, გრ. (1974). ქართული დიალექტი ნაწ.1. მეცნიერება; იმნაიშვილი, გრ. (1974). ქართული დიალექტი: ტექსტები ნაწ.2. მეცნიერება; იმნაიშვილი, გრ. (1990). დიალექტოლოგიური ლიტერატურის ბიბლიოგრაფია: ქართული ენის დიალექტები. მეცნიერება.