-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი პედაგოგი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
იმნაიშვილი გერასიმე სოფრომის ძე (18??-19?? დაუდგენელი). პედაგოგი, ფილოლ, პუბლიც., საზ. მოღვაწე. იყო განათლებისა და კულტურის აქტიური ქომაგი; თბილ. II კომერციული სასწ. ქართ. ენის მასწავლებელი (01.IX. 1911); ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრც. საზ-ების თბილ. განყ-ების დამფუძნებელი წევრი (1916-); ამავე საზ-ბის მუდმივი წევრი (1917-) და ნამდვილი წევრი (1908-); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრც. საზ-ების კრებაზე მან მოითხოვა მაჰმადიანი ქართვ. დასახლებულ ადგილებში ახ. ქართ. სკოლების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართვ. ერს განადგურება დაემუქრებოდა (23. XI. 1914 ); მან ასევე წარუდგინა ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრც. საზ-ებას სასწ. სექციის სამოქმედო გეგმა, რ-იც ითვალისწინებდა კლდეში (ახალციხის მაზრა), ქობულეთში, სამეგრელოსა და ქართლში ახ. სკოლების აშენებას (1915); იგი აქტიურად იყო ჩართული პოლიტ. ცხოვრებაში. იყო საქართვ. ეროვნ. პარტ. წევრი და მონაწილეობდა თბილ. ქალაქის თვითმმართველობის არჩევნებში (1919). გაზ. „საქართველოში“ გამოქვეყნდა მისი მნიშვნელოვანი პუბ., სადაც მთავრობისგან მოითხოვდა ისტ. ქართ. დღესასწაულების (გიორგობა, ნინოობა, მცხეთობა და სხვ.) აღდგენას ( 11. I. 1920 ); იყო სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის (ამბროსი ხელაიას) თანამოაზრე და აქტიურად მუშაობდა საკათალიკოსო საბჭოში (1920-იან წლებში); საქართვ. ეკლესიის ერთ-ერთი რეფორმატორია. იგი ხელს აწერდა განკარგულებას, რ-თაც საქართვ. ეკლესიაში ახ. სტილის (გრიგორიანული) კალენდარი შემოიღეს (24. IX. 1923). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას და იცავდა ქართ. სკოლების ინტერესებს. ითვლებოდა რუსთველოლოგიური ლიტ-რის ერთ-ერთ კარგ მცოდნედ და მკვლევრად.
ლიტ.: საქართველოს ეროვნული არქივი. პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ.2.