იმერლიშვილი ელენე (ელიკო)  ვასილის ასული
იმერლიშვილი ელენე (ელიკო) ვასილის ასული

იმერლიშვილი ელენე (ელიკო)  ვასილის ასული (08.II.1918-16.XII.2003  თბილისი). ქართვ. პედაგოგი, მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნ. დოქტორი (1993). დაამთავრა თბილ. მე-3 საცდელ საჩვენებელი  (ამჟამად 23-ე საშ.) სკოლა  (1936) და თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1941). იმ წელსვე დატოვეს თსუ-ში სამუშაოდ და ამავე დროს ასწავლიდა მათემატიკას ვაჟთა მე-2 და 22-ე სკოლებში (1941-1945). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მათემატიკის სწავლების მეთოდიკაში, თემაზე „ტიპიური შეცდომები ალგებრაში, მათი ანალიზი და გამოსწორების ხერხები“ დოცენტ მიხეილ კონიაშვილის ხელმძღვ. (1952); მრავალწლიანი პედ. და სამეცნ. მოღვაწეობა მან შეაჯამა სადოქტორო დისერტაციაში, რ-ის თემა იყო: „ბრტყელ ფიგურათა მსგავსება და გადაადგილება“ (1993).  მას თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტზე  მიყავდა ძირითადი კურსი „მათემატკური სწავლების მეთოდიკა“ (1952- 1998); ასევე მიჰყავდა სპეციალური კურსები „გეომეტრიულ ფიგურათა აგებებში“; წლების განმავლობაში იყო საფაკულტეტო პედ. პრაქტიკის ხელმძღვ. ი. ე. 70 სამეცნ.-მეთოდური ნაშრომის, რამოდენიმე წიგნისა და საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვ. და ავტორია: „ავთანდილ ბენდუქიძე-რედაქტორი: [გამოჩენილი მათემატიკოსის „ა. ბენდუქიძის მოღვაწეობა ჟურნალ "სკოლა და ცხოვრების" ყოველკვარტალურ დამატებაში, ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში]“ (ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში, 1996, N 111); „მიხეილ კონიაშვილი-საქართველოში მათემატიკის სწავლების მეთოდიკის ფუძემდებელი“ (ისტორიული მემკვიდრეობა,  2016,ოქტომბერი, N 10).

თხზ.: იმერლიშვილი,  ე. (1981). გეომეტრიული გარდაქმნები პლანიმეტრიაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; იმერლიშვილი, ე. (1983).  ბრტყელ ფიგურათა გადაადგილება და მსგავსება. თბ., უნ-ტის გამ-ბა; იმერლიშვილი, ე. (1991). ანა ზურაბიშვილი: [საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი]. თბ.: განათლება; იმერლიშვილი, ე.  (1998). გეომეტრიული აგებები სიბრტყეზე. თბ., უნ-ტის გამ-ბა.

ლიტ.: ბრეგაძე, მ. (1998).  ელენე იმერლიშვილი: [ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დაფუძნებისა და მეთოდიკის კათედრის ბიოგრაფიული ცნობები, პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა]. მათემატიკა, N2, გვ. 8-11.