იმედაშვილი კობა იოსების ძე
იმედაშვილი კობა იოსების ძე

იმედაშვილი კობა იოსების ძე (18. IV. 1935, თბილისი- 03.XII. 2022. თბილისი).  ქართვ. ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, მწერალი. მან დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1958). იგი იყო: რუსთაველის საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწ. კანცელარიის კულტ., მეცნ. და განათლების განყ-ბის უფრ., ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება ,,სხივის“ ხელმძღვ. ი. კ.-მ გამოაქვეყნა პირველი მოთხრ.  (1950), პირველი კრიტიკ. წერილი (1955), პირველი მონოგრაფია „ადამიანი და დრო“ (1967). ავტორია წიგნებისა „ჩიორა“ (1969); „ოცდაათი წლის შემდეგ“ (1977); „კონსტანტინე ლორთქიფანიძის პროზა“ (რუსულ ენაზე, 1979); ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა XX საუკუნის ქართული ლიტერატურის საკითხებზე.

თხზ.:  იმედაშვილი, კ. (1977). შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი: [ალბომი]; იმედაშვილი, კ. (1977). 30 წლის შემდეგ: კრიტიკული წერილები. თბ., საბჭ. საქართველო; იმედაშვილი, კ. (1982). მონოლოგები და დიალოგები: თანამედროვე ქართ. ლიტ. საკითხები. თბ., მერანი;  იმედაშვილი, კ. (1987). მიჯნა: ლიტ. წერილები. თბ., საბჭ. საქართველო; იმედაშვილი, კ. (1990). საუბრები. თბ., ნაკადული; იმედაშვილი, კ. (1991). დიდი და ძნელი გამოცდები: [ლიტ. წერილები]. თბ., მერანი; იმედაშვილი, კ. (2010). თომას თავგადასავალი: [დიდი და ძნელი გამოცდები: ლიტ. წერილები]. თბ., პალიტრა L; იმედაშვილი, კ. (2016). ჩემი საუკუნე. თბ., ინტელექტი; იმედაშვილი, კ. (2021). ქართველ მოღვაწთა ლექსიკონი: 1801-1952. თბ.