იმედაძე ირაკლი ვლადლენის ძე
იმედაძე ირაკლი ვლადლენის ძე

იმედაძე ირაკლი ვლადლენის ძე (02.01.1952, თბილისი), ფსიქოლოგი, პროფესორი. დაამათავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლოგიის ფაკ-ტი, ფსიქოლ. სპეციალობით (1973) და თბილ. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის ასპირანტურა (1976), ფსიქოლ. მეცნ. კანდ. (1978), ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1989). დაიცვა დისერტაცია თემაზე „Категория поведения и теория установки“. არის სულხან-საბა ორბელიანის სახ. უნ-ტის პროფესორი (2002), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2014). ი. ი. არის საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (2009) და ნამდვილი წევრი - აკად. (2024), საქართვ. ჰუმანიტარულ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1999), საქართვ. განათლების მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2004), საქართვ. ფილოს. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2007). საქართვ. ფსიქოლოგითა საზ-ბის პრეზიდენტი (1995) და თბილ. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის დირექტორი (2006 – 2011). ფსიქოლ. განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრის თეორ. ფსიქოლ. განყ-ების გამგე (2019 – 2023), დ. უზნაძის პრემიის ლაურეატი (2005). ი. ი. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია მონოგრაფიები: „Категория поведения в теории установки (Мецниереба, 1991); "ფსიქოლოგიის შესავალი“ (ენა და კულტურა, 2001); „XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები“ (ენა და კულტურა, 2004); „ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (ენა და კულტურა, 2005); „ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (მწიგნობარი, 2011); „გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში“ (Carpe diem, 2013); „ფსიქოლოგიის ისტორია: ანტიკური ხანიდან ჩვენ დრომდე“ (მწიგნობარი, 2014); „ფსიქოლოგია“ (მწიგნობარი, 2019); „განწყობის ონტოლოგიური ბუნება: ისტორიული და მეთოდოლოგიური ანალიზი“ (ნიუტონი, 2019); ,,ობიექტივაციის თეორიული მოდელი: შენიშვნები და მოსაზრებები“ (უნივერსალი, 2024); „განწყობის თეორიის შედარებითი ანალიზი“ (უნივერსალი, 2024).

თხზ.: იმედაძე, ი. (2008). ფსიქოლოგიის ისტორია. თბ., მწიგნობარი. ISBN: 9789941901980; იმედაძე, ი. (2013). გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში. თბ., Carpe diem. ISBN:9789941059216; იმედაძე, ი. (2021). დისკუსიები განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის გარშემო. თბ., საარი. ISBN: 9789941493348; იმედაძე, ი. (2022). თანამედროვე ფსიქოლოგია: ძირითადი მიმდინარეობები და განვითარების პერსპექტივები. თბ., უნ-ტის გამ-ბა ISBN: 9789941491498; იმედაძე, ი. (2025). ფსიქოლოგიის მუდმივი პრობლემები. თბ., Carpe diem. ISBN: 9789941996702