-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი პოლიტიკოსი საპატიო დოქტორი
ილვესი ტოომას ჰენდრიკ (Ilves Toomas Hendrik, 26. XII. 1953, სტოკჰოლმი, შვედეთი) ქართულ-ესტონური ურთიერთობების განმტკიცების, ევროსტრუქტურებში საქართვ. ინტეგრაციის ხელშეწყობის, სამეცნ.-კულტ. კონტაქტების დამყარების, თსუ-ისა და ესტონეთის უნ-ტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (07.05.2007).
ი. ტ.-მა დაასრულა კოლუმბიის უნ-ტი ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხით (1976), შემდეგ კი პენსილვანიის უნ-ტის ფსიქოლოგიის მაგისტრი გახდა (1978).
იგი ვანკუვერის ლიტ. ცენტრის მხატვრული ადმინისტრატორი (1981-1983) და დირექტორი იყო, ასევე ესტონური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი საიმონ ფრეიზერის უნ-ტში (1983-1984).
ი. ტ. მიუნხენში მუშაობდა რადიო „თავისუფალი ევროპის“ ანალიტიკოსად (1984-1988), შემდეგ კი – ესტონურენოვანი განყ-ბის წამყვანად (1988-1993). იგი იყო ესტონეთის ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში (1993-1996).
ი. ტ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1996-1998, 1999-2002), ევროპარლამენტის წევრი სა (2004-2006) და ესტონეთის პრეზიდენტის თანამდებობები ეკავა (09.10.2006-10.10.2016).
ი. ტ.-სს გადაეცა საქართვ. სახელმწ. ჯილდოები - ოქროს საწმისისა (2007) და წმინდა გიორგის სახ. გამარჯვების ორდენები (2010).