იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერისტეტი
იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერისტეტი

იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი უძველესი და მოწინავე სახელმწ. უნ-ტი გერმანიაში, რ-იც მდებარეობს ქალაქ იენაში (თიურინგიის მხარე, რ-იც დაარსდა 1558). უნ-ტს ცნობილი გერმ. პოეტის, ფილოსოფოსისა და დრამატურგის, ფ. შილერის სახელი ეწოდა (1934). უნ-ტში დაახლოებით 18 000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნ-ტი მოიცავს 10 ფაკ-ტს და აქვს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფართო სპექტრი შემდეგი მიმართულებებით: თეოლოგია და იურისპრუდენცია, მედიცინა, ფილოსოფია, სოც. და ქცევითი მეცნიერებები, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა და ასტრონომია, ქიმია, დედამიწის მეცნიერებები და ბიოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება. იენის უნ-ტს მჭიდრო და მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს თსუ-სთან. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ კვლევით პროექტებს, აკად. პერსონალის გაცვლას და ქართვ. სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის კვლევითი სტიპენდიების გამოყოფას. იგი არის თსუ-სთან დამეგობრებული სტრუქტურული ერთეული.