-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი საპატიო დოქტორი
პიტერ იენი (Yen Peter, 1948) თსუ-ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ცნობილ ფიზიკოსს, პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (27.07.2015).
ი. პ. ბერნის უნ-ტში სწავლობდა ფიზიკას (1973). 1973 წელს ციურიხის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ფიზიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის უნ-ტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1973).
ი. პ. მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია: შვეიცარიელი ჰაინრიხ გრაინახერის პრემია (1998), ბრატისლავას კომენიუსის უნ-ტის ფიზ. და მათემატიკის ფაკ-ტის ოქროს მედალი (1999), პრაღის კარლის უნ-ტის ვერცხლის მედალი (2001), ჩეხეთის მეცნ. აკადემიის საპატიო ჯილდო (2012), კარლსრუეს უნ-ტის იულიუს ვესის სახ. პრემია (2013), პანოფსკის პრემია (ამერიკის ფიზიკოსთა საზ-ბა, 2017).
ი. პ. ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტ „ატლასს“ (1996-2008). იგი არაერთი ევრ. ორგანიზაციისა და სამეცნ. კომიტეტის წევრია.