იბარეჩე ხუან ხოსე
იბარეჩე ხუან ხოსე

იბარეჩე ხუან ხოსე  (Ibarretxe Juan José, 15. III. 1957, ლოდიო) ბასკეთის ავტონ. მთავრობის პრეზიდენტს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (04.04.2005).

ი. ხ.-მა ბასკეთის უნ-ტში ეკონ. დარგში მიიღო უმაღ. განათლება. იგი ესპანეთის ბასკი პოლიტიკოსი, ბასკეთის ნაციონალური პარტიის წამყვანი წევრია. გამოირჩევა, როგორც პრინციპული პოლიტიკოსი, ტოლერანტი მედიატორი, რომელიც მუდამ მზადაა დიალოგისა და თანამშრომლობისათვის.

ი. ხ. აირჩიეს ბასკეთის ავტონ. მთავრობის პარლამენტის წევრად (1983). იყო ბასკეთის ნაციონალური პარტიის ბიუჯეტის კომისიის პრეზიდენტი (1986-1990, 1991-1994). იგი დაინიშნა ბასკეთის ვიცეპრეზიდენტად (04.01.1995), აირჩიეს ბასკეთის ავტ. მთავრობის პრეზიდენტად (02.01.1999-07.05.2009).

ი. ხ.-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის ერების ინ-ტის ბასკური ფონდისა და თსუს მიერ კავკასიის ერების შესწავლისა და სხვა ქართულ–ბასკური ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.