-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი საპატიო დოქტორი
იაუხი კარლ ვალტერი (Jauch Karl Walter,11.V.1952, შვენინგენი), ქ. მიუნხენის გროსჰადერნის კლინ. ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის, დიუსელდორფის უნ-ტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (2006).
ი. კ.-ვ.-მა ფრაიბურგის ალბრეხტ ლუდვიგის უნ-ტში შეისწავლა მედიცინა (1971-1978) და მიიღო დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1978). მის ძირითად საკვლევ საკითხებს წარმოადგენს სიმსივნის ქირურგია, მეტასტაზები და გადანერგვის მედიცინა. მან მიიღო ქირურგის ლიცენზია (1985), შემდეგ - უმაღ. აკად. კვალიფიკაცია (1988) და მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნ-ტის პროფესორი გახდა (1995). რეგენსბურგის უნ-ტთან არსებული ქირურგ. კლინიკისა და პოლიკლინიკის დირექტორის თანამდებობა ეკავა (1996-2002). იგი მიუნხენის ლუდვიგ მაქსმილიანის უნ-ტის ქირურგ. კლინიკისა და პოლიკლინიკის (2002), გროსჰადერნის კლინ. ხელმძღვანელია (2007-2012, 2013 წლიდან დღემდე).
პროფ. ი. კ.-ვ. სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციის თავ-რე და წევრია: კლინ. კვების გერმ. საზ-ბის პრეზიდენტი (1996-2003), ბავარიელ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი (2000-2001), ენდოსკოპიისა და სონოგრაფიის კვლევითი ჯგუფის პრეზიდენტი (2000-2003), გერმანიის ტრანსპლანტაციის საზ-ების პრეზიდენტი (2001–2006), ექიმთა ფედერალური პალატის სამეცნ. მრჩეველთა საბჭოს წევრი (2005-2017), დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2014 წლიდან).