-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
იაშვილი ნიკოლოზ სოლომონის ძე (28.X.1900, ქუთაისი-16. IV 1981), აგროეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. სწვლობდა თსუ-ის აგრ. ფაკ-ტზე (1920-1925) და მიიღო სწავლული აგრონომის წოდება. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში. მიავლინეს მოსკ. და ლენინგრადში სრულიად საკავშირო სას.-სამ. გამოფენაზე საქართვ. პავილიონში ამხსნელ-განმმარტებლად (1923). გამოფენის ლექტორიუმში ისმენდა ცნობილ მეცნიერთა ლექციებს სოფლის მეურნეობის ეკონ. და პოლიტიკის საკითხებზე. მონაწილეობდა სცს მიერ მოწყობილ გლეხური მეურნეობის საბიუჯეტო გამოკვლევაში და მუშაობდა აგროდახმარების სპეციალისტად (1925-1926). ი. ნ. მიავლინეს მოსკოვში ტიმირიაზევის სას.-სამ. აკადემიის ეკონომიკის ფაკ-ზე, ისმენდა თემატურ ლექციებს და მუშაობდა სოფლის მეურნების გეოგრ. და დარაიონების კაბინეტებში (1927). უნ-ტში სისტემატურად ატარებდა სემინარულ მეცადინეობებს სოფლის მეურნეობის კათედრაზე გეხტმანის ხელმძღვანელობით; არის ასისტენტი (1928) და კითხულობდა აგროღონისძიებათა ორგანიზაციის კურსს (1928-1930). ი. ნ. სას.-სამ. ინ-ტმა აირჩია (1930) და დაამტკიცა დოცენტის თანამდებობაზე (1932); თსუ-სა და საქართვ. სხვა უმაღლ. სასწ. კითხულობდა ლექციების კურსს სოფლის მეურნეობის ეკონ. და ორგანიზაციაში, საორგანიზაციო-საწარმოო გეგმების შედგენის მეთოდიკაში, სოფლის მეურნეობის გეოგრაფიის, დარაიონებისა და სპეციალიზაციის, წყალთა მეურნეობის ეკონომიკის, მიწის ეკონ. შეფასებისა და სხვა საგნებში; არის უნ-ტის ძირითადი თანამშრომელი (1937-1938); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “სამგორის სამელიორაციო რაიონის სასოფლო-სამეურნეო ათვისებისათვის“ (1940) და სადოქტორო დისერტაცია: „საქართველოს მიწის ფონდები და მათი გამოყენება“ (1949). მიენიჭა დოქტორის სამეცნ. ხარისხი; შემდეგ კი - პროფესორის წოდება. იგი იყო საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის ეკონომიკის ინ-ტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის განყ-ების ხელმძღვ., ეწეოდა ინტენსიურ სამეცნ.-კვლ. მუშაობას, ხელმძღვანელობდა უმნიშვნელოვანეს სახ.-მეურნეობრივი მნიშვნელობის თემების კომპლექსურ დამუშავებას. იყო ეკონომიკის ფაკ-ტის დისერტაციის დაცვის საბჭოს პროფესორი, დარგობრივი ეკონომიკის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოსა და საქართვ. მეცნ. აკად. და სამართ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი; არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორია; გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ, რუსულ, უკრაინულ და უზბეკურ ენებზე; მრავალი შრომის რედ., ასევე იყო ჟურნ., კრებ. და სამეცნ. შრომების სარედაქციო კოლეგიის წევრი და რეცენზენტი; იყო უცხოეთთან კულტ. კავშირისა და მეგობრობის საქართვ. საზ-ების გამგეობის სოციოლოგიური სექტორის ვიცე-პრეზიდენტი, სსრკ-იაპონიის საკავშირო საზ-ების თბილ. განყ-ების პრეზიდენტი. იგი სტუდენტობის დროინდელი დამსახურებისათვის აირჩიეს სტუდენტთა სამეცნ. საზ-ების საპატიო წევრად (1967); დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით (1970). მიენიჭა საქ. სსრ მეცნ. დამსახურებული მოღვაწის წოდება (1961); მიღებული აქვს ჯილდო კავკასიის დაცვისათვის; მამაცური შრომისათვის, ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად, მრავალი სიგელი და ფულადი პრემია
თხზ.: იაშვილი, ნ. (1934). მასალები სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შესაწავლად. თბ.; იაშვილი, ნ. (1934). საორგანიზაციო საწარმოო გეგმის შედგენის მეთოდიკა. თბ.; იაშვილი, ნ. (1948). სამრეწველო საწარმოს ანგარიშგების ანალიზი. თბ.; იაშვილი, ნ. (1961). საქართველოს სსრ მიწის ფონდი. თბ., უნ-ტის გამ-ბა.; იაშვილი, ნ. (1970). მელიორაცია სოფლის მეურნეობაში: წ.1. თბ., მეცნიერება; იაშვილი, ნ. (1975). საქართველოს სსრ მიწის ფონდი: წ. 2. თბ., უნ-ტის გამ-ბა (ნაშრომს აკად. ა.ზალცმანმა მიწათმოქმედების ენციკლოპედია უწოდა); იაშვილი, ნ. (1976). მეცხოველეობის შემდგომი განვითარების ამოცანები თბილისის საგარეუბნო ზონაში. თბ. უნ-ტის გამ-ბა.