იაშვილი იულია აბელის ასული
იაშვილი იულია აბელის ასული

იაშვილი იულია აბელის ასული. დაიბადა ცნობილი ექიმის, აბელ იაშვილის ოჯახში. იგი იყო XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისის ქართვ. საზ. მოღვაწე და პედაგოგი; აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. კულტ. და საგანმან. ცხოვრებაში; იყო განათლების სამინისტროს პედაგოგი  (1918); აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო და საგანმან. საქმიანობაში; იბრძოდა  ღარიბი მოწაფეების მატერიალური მდომარეობის გაუმჯობესებისთვის; ნაციონალ დემოკრატების მიერ წარდგენილი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების" თბილ. განყ-ების წევრი (1917); ქართ. უნ-ტის  დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918).

ლიტ.: საქართვ. ეროვნ.  არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი:  თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ. 3ა; საქართვ.  პროსოპოგრაფია: მიმოწერა ღარიბ მოწაფეთა მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ: განათლების სამინისტროს სასწავლებლების და გიმნაზიის მასწავლებელთა სიები (1918-1919).