-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
იაშვილი ია გელას ას (27.IX.1965, ქ. ქუთაისი). ქართვ. გეოგრაფი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის საზ. გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა ქუთაისის მე-3 საშ. სკოლა (1982). ქუთაისის პედ. ინ-ტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი, მიენიჭა გეოგრაფია-ბიოლოგიის პედაგოგის კვალიფიკაცია (1987). იმავე წელს სწავლა განაგრძო თსუ-ის მიზნობრივ ასპირანტურაში პოლიტ. და სოციალურ-ეკონ. გეოგრაფიის კათედრაზე. თსუ-ის გეოგრ. და დემოგრაფიის ინ-ტების გაფართოებულ საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ქუთაისის მოსახლეობის ფორმირების თავისებურებანი: კვლევის სოციალურ-გეოგრაფიული ასპექტები“ (ხელმძღვ. ნ. კეკელია, 1998). მუშაობდა ქუთაისის პედ. ინ-ტში (შემდგომ — აკ. წერეთლის სახ. სახელმწ. უნ-ტი) გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად, უფრ. მასწავლებლად და დოცენტად (1987–2006). არის ამავე უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006), შემდეგ ამერიკის შესწავლის ცენტრის ხელმძღვ. (2011). თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის საზ. გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2008); კითხულობს სალექციო კურსებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა):საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია, მიგრაციის გეოგრაფია, ტურიზმის მარკეტინგი. სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მიგრაციული პროცესები და ქართული დიასპორა, ტურიზმის კვლევები, პოსტსაბჭოთა პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. აქვს საერთაშ. პუბლიკაციები. ი.ი. აქტიურად მონაწილეობს ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში (საქართველო, აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი). არის მრავალი საერთაშ. აკად. პროგრამის მონაწილე. ფულბრაიტის პროგრამით იმყოფებოდა რატგერსის უნ-ტში (აშშ, 2015), სადაც იკვლევდა ქართულ დიასპორას ამერიკაში; ლატვიის მთავრობის დაფინანსებით, ქართულ დიასპორას ლატვიაში (2022). მონაწილეობს ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამაში (2014). სხვადასხვა წლებში კითხულობდა სალექციო კურსებს სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნ-ტში (2014), კრაკოვის იაგელონის უნ-ტში (2016, 2017), ლილის კათოლიკურ უნ-ტში (2019), ალკალა დე ენარესის უნ-ტში (2020), გრანადის უნ-ტში (2024), სოფიის უნ-ტში (2025) და იუსტუს ლიბიგის გისენის უნ-ტში (2025). კურსები ეძღვნება პოსტსაბჭოთა საქართვ. სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს. ი.ი. არის თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის საკონკურსო საგრანტო პროექტების გამარჯვებული (2016, 2018, 2023, 2024). საზ. გეოგრაფიის მიმართულების კოლეგებთან ერთად, მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტი პროექტისთვის: ,,საქართველოს საერთაშორისო მიგრაციული პროცესების სოციალურ-ეკონომიკური და გეოგრაფიული ასპექტები და მათი გავლენა განვითარებაზე (FR-24-2204, 2024)“.
თხზ.: იაშვილი ია. (2017). მიგრაციის სახელმძღვანელო. მიგრაცია და საზოგადოებრივი გეოგრაფია. თბ.–ვენა: ICMPD, გვ. 190–255; Iashvili, I.; Doghonadze, T. (2019). Sustainable Tourism for Contribution to Economic Growth and Social Inclusion of Rural Communities in Post-Soviet Georgia. — Proceedings of the 15th International Conference of ASECU “Sustainable Development Goals 2030: Challenges for South and East European Countries and the Black Sea Region. Sofia: University of National and World Economy, pp. 271–281; იაშვილი, ი. (რედ.). (2021). საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია.; Iashvili, I.; Jinjikhadze, P.; Gvenetadze, T. (2025). Transformation of Social Spaces: International Labor Migration from Georgia. Georgian Geographical Journal, ტ. 5, № 1, გვ. 51–62.; Iashvili, I.; Gogsadze, G.; Gvenetadze, T. (2025). The Main Challenges of Gender-Based International Labor Mobility: Transnational Migrant Families from Georgia. — Journal of Eurasian Studies, ტ. 16, № 2, გვ. 249–260.