იანქოშვილი მერი ვახტანგის ასული
იანქოშვილი მერი ვახტანგის ასული

იანქოშვილი მერი ვახტანგის ასული (27.X.1918, თბილისი- 24.VII.1983), ფილოლოგი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ინგლ. ენის განყ-ება (1940) და აქვე დაიწყო მუშაობა (1943-დან). იყო მეცნ. დოქტორი (1966),  პროფესორი (1968). ი. მ.-მ უცხო ენების ინ-ტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა რომანულ-გერმანულ ფილოლოგიის კათედრა (1968) იყო თსუ-ის ინგლ. ფილოლ. კათედრის გამგე (1974-დან). მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს: ლინგვისტიკის და თეორ. ენათმეცნიერების აქტუალური პრობლემები, უცხო ენების სწავლების მეთოდიკა, ლექსიკოგრაფიის საკითხები. ი. მ.-ს ნაშრომთაგან აღსანიშნავია: "გრამატიკული კატეგორიების არსი თანამედროვე ინგლისურ ენაში", "გრამატიკული მოვლენების ბლუმფილდისეული მეთოდი", "ენის მექანიზმი და პროგრამისეული სწავლება", "სიტყვის მნიშვნელობის ბირთვული სტრუქტურა" და სხვა; მეცნიერულ საქმიანობასთან ერთად ი. მ. მთარგმნელობითი საქმიანობითაც იყო დაკავებული. მის თარგმანებს შორისაა: რ. კიპლინგის მოთხრობები (1947); ჩ. დიკენსის "პიკვიკის კლუბის ჩანაწერები" (1959). ი. მ.-ს მიღებული აქვს საქ. მეცნ. დამსა­ხურებული მოღვაწის წოდება (1980).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): იანქოშვილი, მ. (თანაავტორი). (1976). ინგლისური ენის სახელმძღვანელო : უნ-ტის სპეც. ფაკ-ტის და უცხო ენათა ინ-ტის 1-ლი კურსის სტუდენტებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; იანქოშვილი, მ. (თანაავტორი). (1979). ძირითადი ინგლისური სტრუქტურები დაპროგრამებული სავარჯიშოების სახით : დამხმ. სახელმძღვ. ინგლ. სპეც. პირველ და მეორეკურსელი სტუდენტებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა.