იაკოვუ გეორგოს
იაკოვუ გეორგოს

იაკოვუ გეორგოს  (Ιάκωβος Γεώργιος, 1933, საბერძნეთი, კვიპროსის რეს.) თსუ-ის სამეცნ. საბჭომ დოქტორი  აირჩია საპატიო დოქტორად (02.10.1995).

ი. გ.-ს მიღებული აქვს ლონდონისა და ბოსტონის უნ-ტების დოქტორის ხარისხი. 1975-1979 წლებში იგი იყო გაერთ. ერების ორგანიზაციის უმაღ. კომისარი ლტოლვილთა საკითხში, დაინიშნა კვიპროსის სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (1979), შემდეგ კი - კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრად (1983). იგი გაერთ. ერების ორგანიზაციის ეგიდით იმყოფებოდა თბილისში გამართულ ფორუმზე, როგორც საბერძნეთის დელეგაციის ხელმძღვ. ამჟამად არის გადასახლებულ და რეპატრირებულ ბერძენთა ნაციონალური ფონდის პრეზიდენტი.

ი. გ.  მრავალი მონოგრაფიისა და ნაშრომის ავტორია მეცნიერების სხვადასხვა დარგში. უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს თსუ-თან. მისი მატერ. მხარდაჭერით ფილოლოგიის ფაკ-ტის სტუდენტთა და მასწავლებელთა ჯგუფები ყოველწლიურად იმაღლებენ კვალიფიკაციას საბერძნეთში, თსუ-ის ახალი ბერძნ. ენისა და ლიტ-რის განყ-ბაზე მასწავლებლებად იგზავნებიან (საბერძნეთის ხარჯით) მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ი. გ.-ის ფონდმა შეიმუშავა პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყოველწლიურად უნ-ტის კურსდამთავრებულთაგან ათკაციანი ჯგუფების ოთხთვიან დამატებით სპეციალურ მომზადებას პედ. მუშაობისათვის.