-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი დოქტორი პროფესორი
იაკობაშვილი ლელა სარდიონის ასული (21.VIII.1956, დედოფლისწყარო), ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (2004), პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლოგიის ფაკ-ტი (1985) და ასპირანტურა (1988). მუშაობა დაიწყო თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტის ესთეტიკის კათედრაზე (1988-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1989),შემდეგ - სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ფერი, როგორც ესთეტიკური ფენომენი“ (1991) და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნ. დოქტორის ხარისხი (2004). სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი) სამეცნ. თანამდებობებზე. ამჟამად არის ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ფილოსოფიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის პროფესორი. ი. ლ.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა: ფილოსოფიის ისტორია (ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფია); ესთეტიკა; რელიგიის ფილოსოფია და მეტაფიზიკა. მის ნაშრომებში შესწავლილია ნეოპლატონიზმის ონტოლოგიური და ეპისტემოლოგიური ასპექტები, პლოტინისა და პროკლეს მოძღვრებები, არეოპაგიტიკული მემკვიდრეობა და მათი გავლენა ქართულ სააზროვნო სივრცეზე. გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. კრებულებში და ჟურნალებში:,,ჯოზეფ ჰენრი“ (კრებ.: ფიზიკოსების შესახებ, ტ. 4, 1980); ,,გოეთე და მეცნიერება“ (ჟურნ. საუნჯე №6, 1984); ,,რწმენა და პოეტური მხედველობა“ (კრებ.: მსოფლმხედველობა, რწმენა, ადამიანის ღირსება, 1991); ,,ფერი, როგორც სიმბოლური კულტურა“ (სამეცნ. კრებ.: ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან, 1994).
თხზ.: იაკობაშვილი, ლ. (1993). პლოტინის ონტოლოგიის ზოგიერთი საკითხი. თბ., მეცნიერება; იაკობაშვილი, ლ. (2003). ნეოპლატონური მეტაფიზიკის საფუძვლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; იაკობაშვილი, ლ. (2004). შემეცნების პრობლემა ნეოპლატონიზმში. თბ., მერიდიანი ISBN: 9992832266; იაკობაშვილი, ლ. (თანაავტორი). (2012). რელიგიის ფილოსოფიის ნარკვევები. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941175787.