-
ავტორი
- კატეგორიები: საპატიო დოქტორი თეოლოგი გერმანისტი
ჰუმელი გერტ (Hummeli Gert, 8.III.1933, ზინდელფინგენი, ვიურტემბერგი - 15.III.2004, თბილისი), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ ზაარბრიუკენის უნ-ტის პროფესორი, გერმანისტი, თეოლოგი, საქართვ. ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი აირჩია საპატიო დოქტორად (02.XII.1991).
ჰ. გ. ეუფლებოდა თეოლ., ფილოს. და გერმანისტიკას ტიუბინგენში, ჰაიდელბერგსა და ლუნდში (1951-1963). მეცნიერმა თეოლ. აკად. ხარისხი (ლუნდი) და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (ტიუბინგენი) მოიპოვა (1961). იგი რელიგიურ-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა (1961-1964) და ზაარლანდის უნ-ტის ევანგელისტური თეოლოგიის ინ-ტის მეცნიერ-ასისტენტად მუშაობდა (1964-1969). ჰაიდელბერგის უნ-ტში მოიპოვა უმაღლ. აკად. კვალიფიკაცია (ჰაბილიტაცია, 1970). იგი პრივატდოცენტის სტატუსს ატარებდა (1970-1972), ხოლო შემდეგ ზაარლანდის უნ-ტის სისტემ. თეოლოგიის ლექტორი იყო (1972-1998) და იქვე ემერიტუს პროფესორიც გახდა.
ჰ. გ.-მ ემერიტუსის წოდების მიღების შემდეგ, მეუღლესთან შეთანხმებით ზაარბრიუკენის სახლი გაყიდა და ნაცნობ-მეგობრების შემოწირულობით თბილისში დააარსა ეკლესია, რომელშიც გაერთიანებული იყო მოხუცთა თავშესაფარი, თანამეგობრობისა და სოციალური დახმარების ცენტრები.
გ. ჰ.-ს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ორი ქვეყნის უნ-ტებს შორის სამეცნ. კავშირის გაღრმავებაში. იგი საქართვ. ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსად აირჩიეს (1999). ხელმძღვანელობდა ლუთერანულ გაერთიანებას აზერბაიჯანში (2001-2004).