-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო დარგებში მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრა
ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო დარგებში მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრა, თსუ-ის სტრუქტურული ერთეული (1982-2006). კათედრა გამოეყო თსუ-ის ელეტრონულ გამოთვლითი მანქანების მათ. უზრუნველყოფის კათედრას. მისი დამაარსებელი და გამგე იყო პროფ. გ. არსენიშვილი (1982-1996), შემდომ დოც. ნ. ჯიქია (1996-2006). კათედრის დანიშნულება იყო მაღალ, თანამედროვე დონეზე წარემართა ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო დარგებში მათ. მეთოდების გამოყენება; ამ მიმართულებით კათედრა ცდილობდა მეცნ. კვლევაში და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაში ჩაერთო თსუ-ის სტუდენტები, რათა ისინი პრაქტიკაში დაუფლებოდნენ ამ მეთოდებს.